0 1 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს

ინოვაციური ტექნოლოგია, გამძლეობა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდი - ეს Energizer-ის აკუმულატორების მთავარი მახასიათებლებია. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ამერიკული ბრენდის პროდუქციის დიდ არჩევანს სთავაზობს, სადაც აკუმულატორის შერჩევა ნებისმიერი მოდელის ავტომობილისთვის არის შესაძლებელი.

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აპრილის თვეში Energizer-ის ბრენდის აკუმულატორების შეძენისას 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო ონლაინ შეძენის შემთხვევაში - 30%-იანი.

Energizer-ი 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და აკუმულატორებს უახლესი ტექნოლოგიების გათვალისწინებით აწარმოებს. ამერიკული ბრენდის პროდუქტი გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდით. Energizer-ის ბრენდი კომპანია CLARIOS-ის დაქვემდებარებაშია და მისი აკუმულატორები იმავე ქარხანაში მზადდება, რომელშიც VARTA-ს ბრენდის პროდუქცია, რაც ხარისხის, გამძლეობისა და წარმოების მაღალი სტანდარტების დაცვის გარანტია. 

ანა იობიძე, ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი: „Energizer აკუმულატორების წარმოებისას Stamped grid technology-ს იყენებს. ეს არის ტყვიის ფირფიტების წარმოების უნიკალური ტექნოლოგია. ჩვეულებრივი ტყვიის ფირფიტების წარმოების პროცესისგან განსხვავებით, Stamped grid technology-ს შემთხვევაში, ნაკლები ენერგია გამოიყენება, რაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და CO2-ის ნაკლებ ემისიებს. ასევე გაძლიერებულია კოროზიისგან დაცვა და გახანგრძლივებულია ექსპლუატაციის პერიოდი.

Energizer აკუმულატორებს  მოწინავე AGM და EFB  ტექნოლოგიით აწარმოებს. AGM (Absorbent Glass Mat) ტექნოლოგია განკუთვნილია START-STOP სისტემით აღჭურვილი და ე.წ. ეკოლოგიურად სუფთა (Bluetech და სხვა) ძრავების მქონე ავტომობილებისათვის.

დღესდღეობით თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილი აღჭურვილია Start-Stop სისტემით, რაც უზრუნველყოფს  საწვავის ნაკლებ მოხმარებასა და, შესაბამისად, ნაკლები CO2-ის გამოყოფას. Start-Stop სისტემის მქონე ავტომობილები საჭიროებენ AGM და EFB ტექნოლოგიით წარმოებულ უახლესაკუმულატორებს, რასაც სწორედ Energizer გვთავაზობს“.

 

AGM მეთოდით დამზადებულ აკუმულატორებს აქვსკლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორებზე 3-ჯერ გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, მაღალი გამშვები (სასტარტო) დენი, ღრმა განმუხტვის დროს არ კარგავს ტევადობის მოცულობას, ჰერმეტული კონსტრუქცია საშუალებას აძლევს, ნებისმიერ მდგომარეობაში დამონტაჟდეს, თუნდაც ავტომობილის სალონში.

რაც შეეხება EFB (Enhanced Flooded Battery) ტექნოლოგიას, რისი საშუალებითაც ვიღებთ აკუმულატორს თხევადი ელექტროლიტით - მისიმთავარი მახასიათებლები ის არის, რომ უძლებს უფრო მეტ ღრმა განმუხტვას, ვიდრე კლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორები, აქვს გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, გამოირჩევა დამუხტვის მოკლე პერიოდითა და პროდუქტიული მუშაობითექსტრემალურ ტემპერატურულ რეჟიმში.

Energizer-ის საქმიანობა 1896 წლიდან იწყება, როცა კომპანიაში პირველი სამომხმარებლო ბატარეა შეიქმნა. სწორედ ამ პერიოდიდან სთავაზობს ის მომხმარებელს უახლესი ტექნოლოგიით წარმოებულ პროდუქციას, გარემოზე ზრუნვის სტანდარტების გათვალისწინებით. 

აღსანიშნავია, რომ ამერიკული ბრენდის აკუმულატორებზე თეგეტაში უსასრულო გარანტიავრცელდება, რაც გულისხმობს, იმას რომ ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება. 

ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში კი მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებით ისარგებლონ. ფასდაკლების ოდენობა დამოკიდებულია აკუმულატორის ამპერაჟზე. 

 

__

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და  სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...

  • 11:20

    AWS GameDay - თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლ...

    თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...

  • 11:15

    „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტ...

    „თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...

  • 11:58

    თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომ...

    თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...

  • 11:44

    „დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში,...

    „დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...