0 7 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა

საავტომობილო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გამოფენა Leasing Expo, რომელიც ერევანში ყოველწლიურად იმართება, წელს განსაკუთრებით მასშტაბური იყო. Premium Machinery Armenia-ს (PMA) გენერალური სპონსორობით ჩატარებულ ღონისძიებას 9 000 უნიკალური ვიზიტორი ესწრებოდა. PMA „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიაა სომხეთში და ისეთ მსხვილ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიც არის  JCB, Renault Trucks, Sitruk, Fendt, Valtra, Zetor, Goldoni და სხვა.

Premium Machinery Armenia უკვე მესამე წელია, ორგანიზებას უწევს და მხარს უჭერს Leasing Expo-ს და ამით ცდილობს, ხელი შეუწყოს სხვადასხვა კომპანიას, პროდუქციის წარმოჩენასა და მათ რეალიზაციაში. ამასთანავე, გამოფენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლიზინგის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის, პოპულარიზაცია და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ Leasing Expo 2025-ის ღონისძიებაზე გაიზარდა როგორც მონაწილეთა, ისე დამსწრეთა რაოდენობა და შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდები მომხმარებლისათვის სათანადოდ წარგვედგინა. საგამოფენო ცენტრ „მერიდიანში“ მომხმარებელს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი ტექნიკის შესახებ. მათ შორის იყო JCB, Renault Trucks, Sitruk და სხვა. საექსპოზიციო კომპლექსში შვიდი ლოკაცია გვქონდა ათვისებული. მათგან ორი ღია სივრცეში, სადაც სტუმრებს სატესტო და დემოშოუები შევთავაზეთ. გვინდოდა, მომხმარებლისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, უფრო კარგად გასცნობოდა ტექნიკურ პარამეტრებს და თავად შეეგრძნო პრემიუმ ბრენდების ძლიერი მხარეები თუ კომფორტი. საბოლოოდ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა -  გამოფენის ფარგლებში, 27 პირი  დაინტერესდა ჩვენი ტექნიკით და, Leasing Expo-ს პირობების შესაბამისად, სალიზინგო მომსახურებაზე შეიტანა განაცხადი. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ბრიტანული პრემიუმ ბრენდის, JCB-ს ტექნიკაზე იყო. ვფიქრობთ, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ჩვენი პროდუქციის წარმოსაჩენად ყველაზე სწორი მარკეტინგული ინსტრუმენტია“.

Premium Machinery Armenia-მ „მერიდიანის“ საგამოფენო ცენტრის სტუმრებს გლობალური ბრენდების ფართო სამოდელო რიგი, მათ შორის ახალი მოდელები წარუდგინა. სამშენებლო და კომერციული ავტოტრანსპორტი განთავსებული იყო როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია ტექნიკის, აქციებისა და გადახდის პირობების შესახებ. შენობაშივე იყო მოწყობილი სივრცე, სადაც დამსწრეებს VR სათვალის გამოყენებით ვირტუალური ტესტირების საშუალება მიეცათ. ამასთან ერთად, უშუალოდ დარბაზში რამდენიმე კონცეპტუალური სტენდი განთავსდა, სადაც Premium Machinery Armenia-მ Bridgestone-ის, Shell-ისა და Mobil-ის პრემიუმ საავტომობილო პროდუქცია წარადგინა.

საექსპოზიციო კომპლექსის ღია ნაწილში კი JCB-სა და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქციის სადემონსტრაციოდ დემოშოუ მოეწყო, რა დროსაც პრემიუმ კლასის ტექნიკის შესაძლებლობები და უპირატესობები უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა.

ცალკე გამოიყო სივრცე B2B შეხვედრებისთვის, ასევე სექტორში არსებულ სიახლეებსა თუ გამოწვევებზე მსჯელობისათვის.

Leasing Expo ერთადერთი მასშტაბური გამოფენაა სომხეთში, რომელიც მანქანა-დანადგარების სექტორზეა ორიენტირებული. ექსპოზიციას წელს 50 მონაწილე კომპანია ჰყავდა, მათ შორის 40 მსხვილი ბიზნესი და რამდენიმე მცირე მეწარმე. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტი.

Leasing Expo მონაწილეებს ერთი წლით დაემშვიდობა. Premium Machinery Armenia-ში აცხადებენ, რომ მომდევნო, 2026 წლის გამოფენას განახლებული პორტფელით და ახალი ბრენდებით შეხვდებიან. ამავდროულად კომპანია წელს 40%-იან ზრდასა და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას გეგმავს.

ცნობისათვის, „თეგეტას“ სერვისპარტნიორი კომპანია ერევანში მუნიციპალური ტრანსპორტის, MAN-ის ავტობუსების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. სომხეთის დედაქალაქის მოსახლეობა უკვე ორი წელია, გერმანული პრემიუმ ბრენდის MAN-ის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობს, რომლებიც ერევნის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ „თეგეტა ჰოლდინგმა“ მიაწოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები