2 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის Global Finance-სგან ჯილდო მიიღო

 

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance-ი, თიბისი  საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

ეს ჯილდო თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ უკვე მეოთხედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციისა და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.

„თიბისიმ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რითაც ძალიან ვამაყობთ.  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებაა. სწორედ ამ ღირებულებისა და გამოცდილების შექმნისთვის მივიღეთ აღნიშნული ჯილდო, რომელიც დაგროვილი კაპიტალის მართვისა და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით ჩვენი მოწინავე პოზიციების აღიარებაა,“ -  ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

„პერსონალური საბანკო მომსახურება არის ხელოვნება და ასევე მეცნიერება, რომელშიც ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების ცოდნა  შერწყმულია მომხმარებლის საჭიროებებზე დეტალურ და მუდმივ დაკვირვებასთან“, - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.

გამარჯვებულები მსოფლიოს მასშტაბით ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია. მათი ყურადღების ქვეშ ის ორგანიზაციები მოხვდნენ, რომლებიც საუკეთესოდ პასუხობენ მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს და მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან.

Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ შედეგები  ბანკების მიერ წარდგენილი ჩანაწერების, ინდუსტრიის ინსაიდერებისგან მოპოვებული ინფორმაციის  და დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების შედეგად გამოავლინა.

Global Finance-ის 2024 წლის საბანკო რეიტინგები 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 30 პერიოდის შესრულებას ეფუძნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...