0 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დაფარე კომუნალური გადასახადები უცხოური ბარათით Pay.ge- ზე!

 

"ლიბერთი" ბანკს მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს: ამიერიდან, კომუნალური, ინტერნეტის და კომუნიკაციის  გადასახადების დაფარვა შესაძლებელი იქნება უცხო ქვეყნის ბარათებით, მომენტალური გადახდების ონლაინ პლატფორმაზე Pay.ge! სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისთვის, პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშე.

 

"ლიბერთი" ყოველთვის ფიქრობს მომხმარებლების საჭიროებებზე და ცდილობს დანერგოს ისეთი სიახლეები, რომლებიც მათ ცხოვრებას გაამარტივებს. უკვე დიდი ხანია არსებობდა ისეთი სერვისის საჭიროება, რომელიც დაეხმარებოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საქართველოში მყოფ, თავისთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე ზრუნვაში, მათი კომუნალური გადასახადების დაფარვით. ჩვენი გუნდის დახმარებით, ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს პლატფორმაზე Pay.ge. მოხარულები ვართ და ვეცდებით კიდევ უფრო მეტი სასარგებლო სერვისი შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას და "ლიბერთის" მომხმარებლებს" - დავით მესხიძე, ლიბერთის ციფრული პლაფორმებისა და არხების განვითრების ხელმძღვანელი

 

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...