„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - პარტნიორული პროექტები/მდგრადი დაფინანსება” კატეგორიაში ჯილდო თიბისი ლიზინგს გადაეცა. აღნიშნული პრიზი მან ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF)-ის საკრედიტო ხაზის დახმარებით მზის ფოტოვოლტური პროექტების წამოწყებისთვის მიიღო.
ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარი ჟიურის განსაკუთრებული მოწონება კომპანიის მიერ წარდგენილმა განვითარების გრძელვადიანმა სტრატეგიამ დაიმსახურა, რაც ეკომეგობრული და მდგრადი პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.
მიმდინარე წელს, ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ჯილდოს თემატური ნომინაციების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება შედგა სამი პანელური დისკუსიისგან: მმართველობითი საკითხები და პარტნიორობა, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები.
აღსანიშნავია, რომ ლიზინგი, თავისი არსით „მწვანე“ ინიციატივაა, რადგან საშუალებას აძლევს ბიზნესებს ინვესტიცია განახორციელონ უფრო ახალ და ეფექტიან აღჭურვილობაში, რომელიც ნაკლებ რესურსს მოიხმარს.
თიბისი ლიზინგის დაფინანსებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფოკუსირებულია გარემოს დაცვასა და განახლებად ენერგიაზე – როგორიცაა მზის პანელები და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურები. კომპანია ხელს უწყობს ენერგოეფექტური სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო აქტივების დაფინანსებას. 2024 წლის მდგომარეობით მისი მწვანე პორტფელის მოცულობამ 40 მილიონი ლარი შეადგინა.
„მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ კორპორაციული მდგრადობის ჯილდო. ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, მწვანე და პასუხისმგებლობიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ხელი შევუწყვეთ ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კიდევ უფრო გაძლიერებასა და მათი მწვანე საქმიანობის გაფართოებას. ჩვენი, როგორც საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიის მიზანია შევქმნათ პროდუქტების უფრო ფართო არჩევანი, რაც ადგილობრივ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ დაფინანსების ალტერნატიული საშუალებებით, რათა გააფართოონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა“, - გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები