2 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგი" საერთაშორისო კონფერენციის - Uniting Business Europe-ის ერთ-ერთი გენერალური სპონსორი იყო

 

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - Uniting Business Europe გაიმართა. ღონისძიება საქართველოში პირველად გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობითა და „თეგეტას“ მხარდაჭერით ჩატარდა.  

კონფერენცია მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებსა და 2030 წლისთვის მათი მიღწევის საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესზე, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციებზე, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მდგრად დაფინანსებაზე, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკაზე, განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებასა და  სხვა აქტუალურ საკითხებზე.

Uniting Business Europe-ის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „ხვალინდელი დღის გარდაქმნა: ფოკუსი ESG-სა და ევროკავშირის რეგულაციებზე”.  პანელის მონაწილეებმა, გაეროს გლობალური ქსელის საერთაშორისო წევრებმა, ევროკავშირისა და ბიზნესების წარმომადგენლებმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ევროკავშირის რეგულაციებსა და მათი შემუშავება-აღსრულების პროცესში კერძო სექტორის როლზე ისაუბრეს. პანელში მონაწილეობა მიიღო „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა. ვახტანგ კაჭარავამ ჰოლდინგის CSR მიმართულებებსა და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი:  „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ისეთი მასშტაბისა და გლობალური მნიშვნელობის მქონე ღონისძიების მხარდამჭერები, როგორიც Uniting Business Europe-ია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონი ბიზნესს არ ავალდებულებს თავის საქმიანობაში CSR მიმართულების ინტეგრირებას, „თეგეტა“ ამ კუთხით გამორჩეულია და ამ ყველაფერს, ვალდებულების მიღმა, უკვე წლებია აკეთებს. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის იდენტობის ნაწილია. დღეს კი მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა საუკეთესო პრაქტიკები და, სხვა აქტორებთან ერთად, შეგვეფასებინა ჩვენი როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“.

Uniting Business Europe-ის კონფერენციაში მონაწილეობდნენ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან და დაინტერესებული მხარეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და გლობალური ბიზნესის ლიდერები; ხელისუფლების  წარმომადგენლები; კორპორაციული მდგრადობის ექსპერტები; სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საერთაშორისო კონფერენცია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით გაიმართა.  

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, აგრეთვე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს. ესენია: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა: Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...