2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

NASA Space Apps Challenge 2023 „ტოიოტა ცენტრითეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა

 

. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ რჩეული მონაწილე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა

 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი გლობალური ჰაკათონის, NASA Space Apps Challenge 2023-ის მხარდამჭერი იყო. ორდღიანი ჰაკათონის შემდეგ კომპანიამ საკუთარირჩეული გამოავლინა და გუნდი BASE 2 სპეციალურიპრიზით დააჯილდოვა. 

 

NASA-ს ჰაკათონი მონაწილეებს ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას სთავაზობს, მათ კი თემაზე ინდივიდუალურად ან ჯგუფურად უწევთ მუშაობა. 2023 წელს მთავარ თემად Explore Open Science Togetherშეირჩა. ამჯერად მონაწილეებს დედამიწისა და კოსმოსის ყველაზე დიდი გამოწვევებიდან მოუწიათგამოსავლის მოძებნა.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ტოიოტა განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის სტრატეგიის ნაწილია ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებითა და ეკოლოგიაზე ზრუნვით შექმნას უკეთესი გარემო. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც”, რა თქმა უნდა, უერთდება ტოიოტას გლობალურ ხედვას. ყოველთვის მივესალმებით ინოვაციურ იდეებს დააღნიშნულ პროექტში ჩავერთეთ, რათა წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდების წინსვლასა და განვითარებაში. NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში ძალიან საინტერესო ორდღიანი ჰაკათონის მომსწრეები ვიყავით. ჩვენი რჩეული კი გახდა გუნდი BASE 2. მათ ვიდეო თამაშითკარგად აჩვენეს თუ როგორი მნიშვნელოვანი რესურსია წყალი. გვჯერა, წარმოდგენილი იდეები ძალიან მალე განხორციელდება და წვლილს შეიტანს უკეთესი სამყაროს შექმნაში“.

Toyota-ს გლობალური ხედვით, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემები ინოვაციური იდეებითა და ახალი ტექნოლოგიებით უნდა გადაწყდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება NASA Space Apps Challenge-იც, რათა აღმოაჩინონ ადამიანები, რომლებიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიან.

 

Toyota-ს გლობალური სტრატეგია, Going Beyond, რომლის მიზანიც უკეთესი სამყაროს შექმნაა, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ისეთი პროდუქტის შექმნას გულისხმობს, რომელიც  მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას და ადამიანებს უკეთეს, ჯანსაღ სამყაროში ცხოვრების საშუალებას მისცემს.

 

წლევანდელი გლობალური ჰაკათონი, რომელიც ერთდროულად 225-ზე მეტ ადგილას მიმდინარეობდა, NASA-სა და 13 კოსმოსური სააგენტოს პარტნიორობით განხორციელდა. 

 

ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური იყო, ჰაკათონში ჯამში 100 ზე მეტი აპლიკაცია დარეგისტრირდა და 20 ზე მეტი მონაწილე გუნდი შეიკრა. NASA Space Apps Challenge 2023 ორგანიზებული იყო სტარტაპ ბიუროსა  და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

--

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა" „თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...