1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როდესაც საუკეთესო შედეგის დადება გიწევს ყველაფერი მეტად ამაღელვებელი ხდება - ლუის ჰამილტონი ქართულ აუდიტორიას მიმართავს

Formula 1-ის ტიტულოსანი ავტომრბოლელი, ლუის ჰამილტონი ქართველ გულშემატკივარს ექსკლუზიურ ვიდეო მიმართვას უგზავნის. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ქართულ აუდიტორიას თავის გამოცდილებას უზიარებს. ვიდეო მიმართვაში ავტომრბოლელი მნიშვნელოვანი საჩემპიონო რბოლების დროს მისი მრავალწლიანი პარტნიორის, Petronas-ის ზეთების უპირატესობაზე საუბრობს. 

Petronas-ის ოფიციალური პარტნიორი და რეალიზატორი საქართველოში ერთ წელზე მეტია  „თეგეტა მოტორსია“.  სწორედ თეგეტას ინიციატივითა და ჩართულობით ჩაწერა ლუის ჰამილტონმა ვიდეო, რომელიც მისი და ზოგადად  Formula 1-ის მოყვარულებისთვის ძალიან დიდი სიურპრიზია. როგორც იცით,  ბრიტანელი მრბოლელი ამჟამად Mercedes-AMG Petronas-ის გუნდისთვის ასპარეზობს.

 

ირაკლი ლავრინსკი, „თეგეტას“  იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი:  „დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რაც „თეგეტა მოტორსში“ პეტრონასის გაყიდვები დავიწყეთ და ამ პერიოდის განმავლობაში რეალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბრენდის ზეთებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და Formula 1-ის მრბოლელ ლუის ჰამილტონს საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, გადავწყვიტეთ, გაგვეხარებინა ჩვენი მომხმარებელი და დავიწყეთ მოლაპარაკებები პეტრონასის საერთაშორისო წარმომადგენლობასთან.  საბოლოოდ, შევძელით და ჩვენი თხოვნით,  გადატვირთული სარბოლო პერიოდის მიუხედავად, ლუის ჰამილტონი დაგვთანხმდ ადა ქართული აუდიტორიისთვის ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რითაც დარწმუნებული ვართ, რომ მისი ქართველი გულშემატკივრები ძალიან გავახარეთ“.

Formula 1-ის პილოტი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი წლებია, Petronas-ის მომხმარებელია. ეს არის ბრენდი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სარბოლო ავტომობილებში გამოიყენება. 

თუნჩ ერლერი, Petronas-ის რეგიონული მენეჯერი:„ისეთი სუპერვარსკვლავის ყოლა, როგორიც ჰამილტონია, ფასდაუდებელია. წინა წლებში ფორმულა 1-ის მიმართ საზოგადოების ყურადღება უფრო დაბალი იყო, დღეს კი რბოლებს უკვე უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. მჯერა, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰამილტონის პროფესიონალიზმმა და შთამბეჭდავმა წარმატებებმა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ გაგვაოცა არა მხოლოდ თავისი დინამიზმით, არამედ საპოხი მასალების ცოდნითა და ინოვაციური მიდგომით. „თეგეტა მოტორსი“ იყო და არის ფასდაუდებელი პარტნიორი დაგვჯერა, რომ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ.  

საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ავტოინდუსტრიაში და აქ გრძელვადიანი პერსპექტივები გვაქვს. დარწმუნებული ვართ,რომ „თეგეტასთან“ ერთად მუშაობით, ინოვაციების დანერგვითა და უმაღლესი სტანდარტების დაცვით, შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ყველასათვის უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში“.

ქართულ ბაზარზე Petronas-ის შემოსვლას საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საბოლოოდ კი „თეგეტა მოტორსმა“ პრემიუმ ბრენდის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოახერხა. Petronas-ის პორტფელი პასუხობს ყველა ავტომწარმოებლის მოთხოვნას, როგორც მსუბუქი და სატვირთო, ისე - ინდუსტრიული მიმართულებით.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...