ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები თიბისი კ...
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.  ...
|
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს.
მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქართველოში მისი მოყვანა 2010 წლიდან იწყება. ჯემალ ცეცხლაძე კი აჭარაში პირველი იყო, ვინც ჩაის ძველი, გაველურებული პლანტაცია ამოძირკვა და ახალი კულტურით ჩაანაცვლა.
კენკრის ამ სახეობის სასარგებლო თვისებების შესახებ შეგიძლიათ ასევე ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხოთ- ზედმიწევნით ზუსტად ჩამოგიწერთ. აი, 2016 წელს კი, როდესაც ცეცხლაძეები ბაზრის ანალიზს აკეთებდნენ და ტენდენციებს სწავლობდნენ, chatgpt არ არსებობდა და სარისკო ნაბიჯების გზამკვლევი თავადვე შეადგინეს.
„ამ პროცესში, შეღავათიანი აგროკრედიტი დამატებითი სტიმული იყო“- იხსენებს ჯემალ ცეცხლაძე. მეუღლესთან და პარტნიორთან ერთად, დეტალური ინფორმაცია მოვიძიე, ჩაის პლანტაციის ადგილას ჯერ სოიო დავრგეთ და გავანაყოფიერეთ, ნიადაგის სრული რეაბილიტაციის შემდეგ კი მოცვის პირველი ნერგები გავაშენეთ.“
თავიდან საქმე არაკეთილსინდისიერი მომწოდებლის გამო რთულად წავიდა, თუმცა როცა შესაბამისი ჯიშის ნერგს მიაგნეს, აღმოჩნდა, რომ ლურჯ მოცვს მჟავე ნიადაგი ძალიან უყვარს და არც სუბტროპიკული ჰავა იუცხოვა.
„ჩვენთან მოყვანილი ამ ჯიშის მოცვი ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე სხვა ქვეყანაში და ეს ფაქტი უცხოელ პარტნიორების გაოცებას იწვევს. ძალიან მოუხდა შავი ზღვის კლიმატი. ნაყოფიც ბევრად უფრო წვნიანი და მსხვილია. თუმცა, ეს შედეგი დიდი შრომის შედეგად მოდის. მცენარეს მუდმივი ზრუნვა სჭირდება და ერთ შეცდომას არ გაპატიებს.“- გვიხსნის ფერმერი.
დღეს მსოფლიოში მოცვზე დიდი მოთხოვნა არსებობს და ბაზარზე ფასი სტაბილურად მზარდია. თუმცა, რადგან თამასაც მაღალია და მწარმოებლებს ევროკავშირის ასევე გალფის ქვეყნების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა უწევთ. ქართულ მოცვზე მოთხოვნა კიდევ ერთი ქვეყნიდანაც არსებობს და არც მაღალ ხარისხს ითხოვს, თუმცა ჯემალ ცეცხლაძე ერთი შეხედვით მაცდურ „ჩრდილოეთის ბაზარს“ სტაბილურად არ განიხილავს და მთავარ ფოკუსს დასავლური ბაზრის სეგმენტზე აკეთებს.
„დააახლოებით 3-4 ტონის რეალიზაციას საქართველოში ვახდენ.მეურნეობაში შესაბამისი სამაცივრე ინსფრატრიუქტურა გვაქვს. ადგილობრივ ბაზარზეც მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ბანკის მხარდაჭერის გარეშე ამხელა პროექტს ვერ შეეჭიდები“- ამბობს ჯემალი.
მისი თქმით, კონკურენცია ქვეყნებს შორის მაღალია. მაგალითად: მაროკო მოცვის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად მიიჩნევა და ევროპის კონტინენტსაც ამარაგებს. იმ გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ ახერხებს ეს ქვეყანა ამხელა გზაზე კენკრის უვნებლად ტრანსპორტირებას, ქართველი მწარმეებისთვისაც მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.
28 ჰექტარიდან ნახევარ ტერიტორიაზე მოცვის ახალი ჯიშებია გაშენებული, რომელიც დანარჩენ ბაღში გაშენებულ ნერგებზე გაცილებით მდგრადი და უხვმოსავლიანია. შემდეგი ნაბიჯი ძველის სრულად ახლით ჩანაცვლებაა. ამ გეგმის განხორციელებაშიც ცეცხლაძეებს კვლავ „თიბისი“ ბანკის მხარდაჭერის იმედი აქვთ.
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.  ...
„პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში, 26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიც...
2025 წლის 30 მაისს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართება. ღონისძიების მთავარია მიზანია გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებე...
29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სა...
თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს, ამიტომ ისინი ამ გამორჩეული შესაძლებლობით სარგებლობას სულ მალე, 05.05.2025-ში, კვლავ შეძლებენ. 5 მაის...
თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ. თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობ...
თიბისის მხარდაჭერით ხვალ, 2 მაისიდან, „ქოლგა თბილისი ფოტო" იწყება. ფოტოკვირეული წელს 24-ედ ტარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. 2-დან 6 მაისის ჩათვლით დამთ...
მაისი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები