თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
|
გასულ კვირაში ლარმა გამყარება განაგრძო, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ლარი დოლართან გამყარდა და ამავდროულად, ევროსთან გაუფასურდა. ასევე, დაახლოებით იმავე დონეზეა ლარის საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით. მაშინ, როდესაც ყველაზე დაკვირვებადი დოლარი/ლარის წყვილია, ანალიტიკური თვალსაზრისით სწორედ საშუალო კურსი და დოლართან შედარებით ევროს მიმართ დინამიკა უფრო ინფორმატიულია. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ლარის საშუალო კურსის ფაქტობრივი მაჩვენებელი, მის გრძელვადიან შეფასებასთან შედარებით ახლოა ან შესაძლოა მცირედით უფრო გამყარებულია, რაც ლარის დამატებით გაძლიერებას უფრო ნაკლებალბათურს ხდის. ამასთან, სხვა ვალუტების გაცვლით კურსებთან ერთად, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა იქნება ევრო/დოლარის ნიშნული.
ლარის პრობლემები 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც სუსტი დოლარის პერიოდი დასრულდა. სადღეისოდ კი, ბაზრის კონსენსუსია, რომ უკვე ძლიერი დოლარის პერიოდი ეტაპობრივად სრულდება, თუმცა ეს შეფასება უფრო საშუალოვადიან ინდიკატორებს ეყრდნობა და ამდენად, ზუსტი თარიღის დასახელება რთულია. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო წლებში საბაზო სცენარი უფრო ძლიერი ევროა, რაც განსაკუთრებით საქართველოში სამიზნესთან ახლო ინფლაციის პირობებში, ლარის დოლართან სადღეისოსთან შედარებით დამატებით გამყარების მოლოდინებს საკმაოდ რეალისტურს ხდის. ახლო პერსპექტივაში კი, ვიდრე დოლარი არ განაგრძობს დასუსტებას, როგორც ჩანს ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია.
გამყარების მიზეზებიდან, ძლიერი სავალუტო შემოდინებების არგუმენტს მე-3 კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლი დამატებით ამყარებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ოქტომბერში სებ-მა სავალუტო ბაზარზე 100 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ნოემბრისა და დეკემბრის სტატისტიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, თუმცა სავარაუდოა, რომ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი ინტერვენციები კვლავ გრძელდება.
სამომავლოდ, თიბისი კაპიტალის აზრით, წმინდა სავალუტო შემოდინებები შესაძლოა გარკვეულწილად დანორმალიზდეს, თუმცა ეს ფაქტორი მაინც ლარის მხარდამჭერი ან სულ მცირე ნეიტრალური იქნება. უფრო დეტალურ განხილვას, თიბისი კაპიტალი მკითხველს შემდგომ პუბლიკაციებში შესთავაზებს, სადაც მიგრანტების შესაძლო გასვლის სცენარიც იქნება განხილული. აღსანიშნავია, რომ არსებული შეფასებით, ასეთ უფრო დაბალ ალბათურ განვითარებაშიც, საკმაოდ ბევრი დამაბალანსებელი ფაქტორი იკვეთება.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...
PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები