1 9 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„პორშე ცენტრი თბილისი“ - პირველი კომპანია საქართველოში, რომლის მომხმარებელიც მისი აქციონერი ხდება

 

„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პრემიუმ კლასის ავტომობილთან ერთად, პორშეს აქციების მფლობელი გახდეს

 

საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მზარდია

 

„პორშე ცენტრი თბილისი“ პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც გერმანული ბრენდის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ახალ ავტომობილთან ერთად, პორშეს აქციების მფლობელები გახდნენ. განსაკუთრებულ სტატუსთან ერთად, ეს ნიშნავს, მიიღო ფინანსური სარგებელი, რადგან საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მუდმივად იზრდება.

მომხმარებელს აქვს შანსი, გახდეს საერთაშორისო ბრენდის აქციონერი და გაიზიაროს ის წარმატება, რასაც „პორშემ“ საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზებით (IPO) მიაღწია.

პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“დირექტორი: „ჩვენ გვსურდა, კიდევ ერთხელ გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ჩვენი მომხმარებლების მიმართ და მიგვეცა უნიკალური საშუალება, გამხდარიყვნენ მსოფლიო ტოპ ბრენდის აქციონერები. ვფიქრობთ, აქციების ფლობა, მათ გაუჩენს მეტ მოტივაციას, უგულშემატკივრონ საყვარელ ბრენდს და მხარი დაუჭირონ „პორშეს“ წინსვლას ავტობიზნესში. ასევე მიიღონ სარგებელიც, რადგან „პორშეს“ წარმატება ამიერიდან მათი წარმატებაც იქნება. ჩვენი ერთგული მომხმარებლები „პორშესა“ და კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის „პორშე ცენტრი თბილისის“ უნიკალური აქციით ავტომატურად ხდებიან იმ დიდი სიახლეების მონაწილეებიც, რასაც „პორშე“ გლობალურ ავტობაზარს სთავაზობს და მომავალშიც შესთავაზებს. „პორშე“ წინსვლაზე ორიენტირებული გლობალური ბრენდია და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა ათწლეულების განმავლობაში“.

თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“მარკეტინგის ხელმძღვანელი: „პირველები ვართ ქართულ ბაზარზე, ვინც მომხმარებელს კომპანიის აქციების ფლობის საშუალებას აძლევს. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა საინტერესო გამოცდილება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენს ცენტრში ავტომობილს შეიძენენ. ამ შენაძენით კი მსოფლიო საფინანსო ბაზრის მონაწილეებიც გახდებიან და უდიდესი ისტორიის მქონე მანქანათმშენებელი კომპანიის ინვესტორებიც. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია „პორშეს“ წარმატება საერთაშორისო ბაზარზე, სადაც ბრენდის მიმართ დაინტერესება სულ უფრო იზრდება“. 

ქართველი მომხმარებლისთვის, ისევე როგორც ათასობით ინვესტორისთვის მთელ მსოფლიოში, „პორშეს“ აქციები მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც კომპანიამ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების ნაწილის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO), რომლის შედეგებმაც ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა. 

პორშემ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 9.1 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რაც ევროპის საფონდო ბირჟებზე 2011 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წარმატებულ დებიუტს, უკვე უწოდეს „პორშეს“ ახალი ეპოქის დასაწყისი. საფონდო ბირჟაზე, ჯამში, კომპანიის აქციების 12,5% განთავსდა. 

„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...