თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
|
შვილები, მეგობრები და დიდი მხიარულება სახლში - ეს არის ერთადერთი საახალწლო ტრადიცია, რასაც პირველი ქართველი ოფროუდერი ქალი, მაო გოშაძე არასდროს ღალატობს. როგორც თავად ამბობს, გრანდიოზული საახალწლო სამზადისისა და საყიდლებზე სიარულის ნაცვლად, ცდილობს, დრო, საყვარელ ადამიანებთან ერთად, სასიამოვნოდ გაატაროს.
მაო გოშაძე, ოფროუდერი: „ჩემთვის მთავარი დღესასწაული შობაა და ძირითადად ამ დღეს აღვნიშნავ, თუმცა ახალი წელი თავისი მხიარულებითა და ფერადოვნებით, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. საახალწლო პერიოდში ვცდილობ, დრო, საყვარელ ადამიანებთან ერთად, თბილისში ან ქალაქგარეთ გავატარო.
ზოგიერთ ადამიანს სახლში ფუსფუსი და კერძების მომზადება მოსწონს, თუმცა მე მათ რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები. სადღესასწაულო სუფრისთვის ყოველთვის ვყიდულობ ბევრი სახეობის ყველს, რასაც წითელ ღვინოსთან ერთად მივირთმევთ. ასე გამოიყურება ჩემი საახალწლო სუფრა, რითაც მეც ბედნიერი ვარ და სტუმრებიც“.
მაო ფიქრობს, რომ ახალი წელი ის დროა, როდესაც ყველა ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი ნებისმიერი გზით იზეიმოს, თუმცა მაინც არსებობს ერთი საერთო წესი, რომლის დაცვისკენაც ყველას მოუწოდებს - არასდროს მართონ ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში. სწორედ ამ მიზნით შეუერთდა „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანიას. ამბობს, რომ ნასვამი მძღოლები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც უქმნიან საფრთხეს.
მაო გოშაძე, ოფროუდერი: „სხვადასხვა არგუმენტი მომისმენია თავის გასამართლებლად: „კარგი მძღოლი ვარ“, „მოკლე მანძილი მაქვს გასავლელი“, „ვაკონტროლებ სიტუაციას“ და ა.შ.
დამერწმუნეთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას არ სჭირდება დიდი მანძილის გავლა. საჭესთან მყოფ არაფხიზელ ადამიანს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ზუსტად 2 მეტრის გავლის დროსაც შეუძლია“.
რამდენიმე შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ოფროუდტურების დროს, დამღლელი დღის ბოლოს ივახშმეს და ზოგიერთმა მეგობარმა ალკოჰოლური სასმელიც დალია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ასეთ დროს ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც მძღოლს აზღვევენ - არ სვამენ, შეუძლიათ მისი შეცვლა და ავტომობილის მართვა.
მაო გოშაძე, ოფროუდერი: „ჩემი აზრით, არ არსებობს კარგი მძღოლი, რომელიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დაჯდება, რადგან „მაგრობა“ არ არის მხოლოდ საჭის ტრიალი. მჯერა, რომ ყველაზე მაგარი ხარ მაშინ, როდესაც იცავ საგზაო მოძრაობის წესებს, ავტომობილს მართავ კულტურულად, გზას უთმობ სხვას, რათა არ შექმნა საავარიო სიტუაცია და, რა თქმა უნდა, არ ჯდები საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია სწორედ ამ მანკიერ ქცევას ეხმიანება და მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „საახალწლო პერიოდში, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების რაოდენობა იმატებს, გვინდა, საზოგადოებას რეგულარულად შევახსენოთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ მართონ. გვჯერა, სასიკეთო ცვლილებები პასუხისმგებლობიანი კომპანიებისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. სწორედ ამიტომ ამ ჯადოსნურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პასუხისმგებლობა გავიაზროთ და გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს“.
დღესასწაულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. გახსოვდეთ - საახალწლო გართობას შეზღუდვები არ აქვს. აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ მთავარი არ დაგავიწყდეს — არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში.
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...
PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები