2 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ავტოინდუსტრიაში ინოვაციური აპლიკაციისთვისCARTUNE-მა Startup Drive-ის 100 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა

სულ მალე საქართველოში გაჩნდება ინოვაციური აპლიკაცია CARTUNE, რომელიც ავტომომხმარებლებსა და ავტოხელოსნებსერთმანეთთან დააკავშირებს. როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების, თომა ფირცხელანისა და მიხეილ თენიეშვილის, ერთი წლის წინათ გაჩენილი სტარტაპიდეა, იმაზე მალე იქცევა რეალობად, ვიდრე მათ წარმოედგინათ. სწორედ CARTUNE გახდა „თეგეტა ჰოლდინგისა“  და Future Laboratory-ს  სააქსელერაციო პროგრამა Startup Drive-ის მთავარი საპრიზო ადგილისა და 100 000-ლარიანი დაფინანსების მფლობელი. ამ გამარჯვებით ახლა უკვე შვიდი სტუდენტისგან შემდგარი გუნდისთვის ძალიან შორეული და საოცნებო ბიზნესის დასაწყისი ხვალინდელი დღის გეგმად იქცა. 

თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი: „დღეს ყველა მცირე ბიზნესს სტარტაპს ეძახიან, თუმცა ეს ასე არარის. მგონია, რომ, სანამ საკუთარ სტარტაპს არ შექმნი, ვერ მიხვდები, ზუსტად რაზეა საუბარი. შესაბამისად, როგორც კი Startup Drive-ის კონკურსის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე,მონაწილეობა მიმეღო. ასე გაჩნდა და დამუშავდა CARTUNE-ის იდეა. მაგრამ მხოლოდ იდეა არაფერს ნიშნავს, მთავარია, როგორ ემსახურები მას. მადლიერები ვართ, რომ „თეგეტამ“ დაინახა ჩვენი მონდომება, გაწეული შრომა და თავდადება. ეს გამარჯვება დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვიტვირთოთ ის“.

თუმცა, შრომისა და თავდადების გარდა, მთავარი,რის გამოც ჟიურიმ CARTUNE გამარჯვებულადდაასახელა, ინოვაციური იდეა და პერსპექტივაა. სტარტაპის მიზანი ავტოინდუსტრიაში  Airbnb-ის შინაარსის აპლიკაციის შექმნაა, რომელიც ცხოვრებას გაუადვილებს როგორც ავტომობილის მფლობელებს, ისე ავტოხელოსნებს. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელსძიების სწრაფ და მარტივ პროცესს  შესთავაზებს. აპლიკაციით შესაძლებელი იქნება ავტომობილის ხელოსნების შედარება ფასის, ადგილმდებარეობის,თავისუფალი ადგილისა და სანდოობის მიხედვით. სანდოობას კი მომხმარებლის მიერ დაწერილი რეიტინგი განსაზღვრავს. 

 

თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი: „მსოფლიოში CARTUNE-ის ანალოგი, რის მიხედვითაც შეგვიძლია პერსპექტივაზე ვიმსჯელოთ, უკვე არსებობს. bookmygarage.com ბრიტანული სტარტაპია, რომელიც 6 მილიონი ავტომობილის მძღოლსა და 20,000 ავტოსახელოსნოს ემსახურება, რაც,თავის მხრივ, ბრიტანული ავტოსერვისების ბაზრის 20%-ს გულისხმობს. ჩვენ ვაკვირდებით მათ განვითარებას, ბევრს ვსწავლობთ მათგან და ვცდილობთ, საქართველოს მოსახლეობას არანაკლებ ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ.

მოგებული 100 000 ლარი კი გვაძლევს საშუალებას, მეტად განვავითაროთპროდუქტი, რათა ზუსტად დავინახოთ მომხმარებლის ის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ვცდილობთ. 6 თვის ვადაში უკვე გვექნება მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პლატფორმა, სადაც 200-ზე მეტი ავტოსახელოსნო იქნება რეგისტრირებული და რომელიც მძღოლების ყოველდღიურობას გაცილებით გაამარტივებს. 6 თვის შემდეგ კიუკვე მზად ვიქნებით, დავიწყოთ გლობალური ბაზრის ათვისება“.

Startup Drive-ის ფარგლებში, ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სამთვიან სააქსელერაციო პროგრამაში. როგორც თომა ამბობს, სწორედ ამ პერიოდმა, დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კონტაქტები შესძინა, რომლებსაც დღემდე იყენებენ სტარტაპის სწორად განვითარებისთვის. 

დიდ გამარჯვებასთან ერთად, CARTUNE-ის გუნდის მიზნებიც უფრო დიდი და ამბიციური გახდა. სჯერათ, რომ მომავალში საქართველოს ფარგლებსაცგასცდებიან და რეგიონში მეზობელ ქვეყნებსშესთავაზებენ ინოვაციურ პლატფორმას.

თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი: „ეს გამარჯვება ჩვენთვის არის ინდიკატორი, რომელიც გვაჩვენებს, რომ განვითარების სწორ გზაზე ვდგავართ. ახლა ყველაფერი ნათელია, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. როცა იდეაზე და მის განხორციელებაზე ფიქრს იწყებ, არ არის აუცილებელი, გზას მთლიანად ხედავდე. მეტიც, ცხოვრებაში ძალიან იშვიათია, გზა ნათლად ჩანდეს. მაგრამ ყოველთვის შეიძლება წარმოიდგინო, რა ხდება ერთი ნაბიჯით წინ. ნუ იდგებით ერთ ადგილზე, გადადგით ეს ნაბიჯი, მერე კიდევ ერთი და გზაც აუცილებლად გამოჩნდება“.

Startap Drive „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. აქსელერაციის ეტაპებზე 20-ამდე სტარტაპი შეირჩა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. ფინალურ ეტაპზე გადასული 7 მონაწილიდან კი გამარჯვება 3-მა სტარტაპმა მოიპოვა და, ჯამში, 200 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო.

აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად განხორციელდა.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...