2 3 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

JCB-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა აზერბაიჯანში და მულტიფუნქციური სერვისცენტრი - „თეგეტა“ რეგიონულ გაფართოებას განაგრძობს

 

·         აერთიანებს. რეგიონის ქვეყნებში ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი Tegeta Construcion Equipment-ია

 

·         1800 კვადრატული მეტრის ფართობის ცენტრში კომერციულ და სპეციალური დანიშნულების ტექნიკას „თეგეტას“ მაღალკვალიფიციური პერსონალი ემსახურება

 

·         პროექტის ჯამური ინვესტიცია მილიონ დოლარზე მეტია

აზერბაიჯანის დედაქალაქში „თეგეტა“ წარმომადგენლობას ახალი მულტიფუნქციური ცენტრით აფართოებს. ამიერკავკასიის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის სერვისცენტრი, რომელიც JCB-ის სტანდარტებით აშენდა, სპეციალური დანიშნულების ტექნიკასა და სატვირთო ავტომობილებს მოემსახურება.

ბრიტანულ ბრენდს, რომელიც 800-მდე დილერით მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, კავკასიის მასშტაბით „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ექსკლუზიურად წარმოადგენს. კომპანია აზერბაიჯანულ ბაზარს  JCB-ის სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკით მოამარაგებს და ამასთანავე, JCB-ის სტანდარტებით შექმნილი მომსახურების ცენტრი სერვისსა და შოურუმს მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებასაც გაუწევს.

ახალი მასშტაბური ცენტრი ბაქოში Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორმა ბაქოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ერთად გახსნა.

გიორგი ბერიძე, Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ სტუმრებს ჩვენს ახალ ცენტრში ვმასპინძლობთ. რამდენიმეთვიანი სამშენებლო სამუშაოები წარმატებით დავასრულეთ და შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს მომხმარებელს JCB-ის უმაღლესი კლასის სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკასთან ერთად, გაყიდვების შემდგომი სრული მომსახურებაც შევთავაზოთ. „თეგეტას“ წლებია მჭიდრო ბიზნესკავშირები აქვს აზერბაიჯანთან, 2016-ში გავხსენით პირველი წარმომადგენლობა, მიმდინარე წლის მაისიდან კი JCB-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკას მომხმარებელს ექსკლუზიურად ვთავაზობთ. ახლა უკვე გვაქვს ბრიტანული ბრენდის სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი და შოურუმი. ეს გაფართოება საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მეორე მხრივ, პრემიუმ ბრენდის ტექნიკის მიწოდებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას“.

მომსახურების ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურით 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოები ბაქოში ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. JCB-ის წარმომადგენლობა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში განთავსდა, საოფისე სივრცეს, სერვისცენტრსა და შოურუმს აერთიანებს.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ „თეგეტას“ ბიზნესპარტნიორები, კორპორაციული მომხმარებლები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, აზერბაიჯანში საქართველოსა და ბრიტანეთის საელჩოსა და JCB-ის სათავო ოფისის წარმომადგენლები. მოეწყო საინფორმაციო ტური, პრეზენტაცია სერვისებისა და პროდუქციის შესახებ. ასევე ცენტრის გარე სივრცეში სტუმრებისათვის JCB-ის ტექნიკა იყო წარმოდგენილი.

დავით ენდელაძე, „თეგეტა მოტორს ბაქოს“ დირექტორი: „დღეს ჩვენს სტუმრებს, პარტნიორებსა და კორპორაციულ მომხმარებლებს ახალი ცენტრი დეტალურად გავაცანით. აზერბაიჯანში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ტექნიკაზე. სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის, სერვისცენტრის გარდა, მომხმარებელს მობილური ჯგუფების დახმარებით ადგილზე მომსახურებასაც გავუწევთ. ეს კი ბიზნესის უწყვეტობასა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანად წარმართვას ნიშნავს. ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ვმუშაობთ ქსელის გაფართოებაზე და მობილური ჯგუფების რაოდენობის ზრდაზე“.

თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა უშუალოდ მომსახურების ცენტრი. მულტიბრენდულ შოურუმში კი საავტომობილო პროდუქტების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. 30-ზე მეტი დასახელების ბრენდი საბურავებს, აკუმულატორებს, სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ მასალებს მოიცავს.

„თეგეტას“ მომსახურების ცენტრი და JCB-ის წარმომადგენლობა ბაქოში ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში განთავსდა. სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი JCB 75 წელია მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს და 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...