თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
|
საქართველოს ბანკი საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით და DeGameFi-ს ორგანიზებით, 22-23 ოქტომბერს, “თბილისი შერატონ მეტეხ პალასში”, პირველი საერთაშორისო web3 კონფერენცია ჩატარდება.
ორი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე აქტიური იქნება 6 ძირითადი სივრცე. ესენია: მთავარი საკონფერენციო და ტექნოლოგიურ/საგანმანათლებლო ოთახები, სადაც დაგეგმილია სპიკერთა გამოსვლები; ბიზნეს ექსპო, რომელიც განკუთვნილია ინსტალაციებისა და ნეთვორქინგისთვის; სტარტაპ კონკურსი, სადაც მონაწილეები შეძლებენ საკუთარი პროექტის წარდგენას მსოფლიო დონის ექსპერტებთან და ასევე, მოეწყობა NFT გალერეა, რომელიც დაეთმობა, როგორც მსოფლიო დონის, ისე ადგილობრივ NFT არტისტებსა და პროექტებს.
DeGameFi არის ქართული კომპანია, რომელიც 2022 წლის მარტიდან ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის მიზანია, რეგიონში დეცენტრალიზებული სისტემის პოპულარიზაცია, ერთიანი საზოგადოების შექმნა და ზოგადად, web3 პროექტების მხარდაჭერა. DeGameFi აერთიანებს ინვესტორებს, დეველოპერებსა და დეცენტრალიზებულ სისტემით დაინტერესებულ ადამიანებს.
„ჩვენ ოპერირების დღიდან, web3-ის მიმართულებით აქტიურად ვუწევთ ორგანიზებას ყოველთვიურ ღონისძიებებსა თუ შეხვედრებს. სექტემბერში BNB Chain-თან თანამშრომლობით ჩავატარეთ პირველი web3 ჰაკათონი რეგიონში. შეიძლება ითქვას, რომ DeGameFi არის საქართველოში პირველი, ყველაზე დიდი კომპანია, რომელიც კონკრეტულად web3 მიმართულებით მუშაობს და აერთიანებს 300-ზე მეტ პროფესიონალს ამ სფეროდან. ამჟამად, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრებას 1000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს, სადაც მოწვეული იქნებიან საინტერესო სპიკერები, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და web3 სფეროს პროფესიონალები“, - განაცხადა DeGameFi-ის თანადამფუძნებელმა, მიხეილ დიდებულიძემ.
„საქართველოს ბანკი ყოველთვის მხარს უჭერს მნიშვნელოვან და საჭირო პროექტებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ ისეთი ღონისძიების მთავარი პარტნიორი, როგორიცაა საერთაშორისო web3 კონფერენცია, რომელსაც კავკასიის რეგიონში თბილისი უმასპინძლებს. ეს ღონისძიება განსაკუთებით მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისთვის, სტარტაპერებისა თუ web3-ით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რადგან მათ მისცემს შესაძლებლობას, ადვილად დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები საერთაშორისო კომპანიებთან, გაიცნონ დარგის ლიდერები და დააინტერესონ უცხოელი ინვესტორები. ღონისძიებაზე პანელურის დისკუსიის დროს ვისაუბრებთ საქართველოს ბანკის „ინვესტიციებზეც“, რომლის დახმარებითაც მობილბანკში შესაძლებელია გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორიცაა Tesla, Microsoft, Apple და ა.შ. Bank of Georgia Update-ის დროს უკვე დავაანონსეთ, რომ პლატფორმას კრიპტო ვალუტით ვაჭრობაც დაემატება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...
PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები