0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რატომ არის აუცილებელი ზაფხულში ავტომობილის შემოწმება - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები

ზაფხულის სეზონი ყველასთვის დასვენებასა და მოგზაურობასთან ასოცირდება. სტატისტიკურად, ზაფხულში ავტომობილების გადაადგილება ყველაზე  მაღალია სხვა სეზონებთან შედარებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, რათა უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს.

„თეგეტა მოტორსი“ ზრუნავს მძღოლებისუსაფრთხოებაზე და მათ აძლევს შესაძლებლობას,უფასოდ შეამოწმონ საკუთარი ავტომობილები ზაფხულის მოგზაურობის დაწყებამდე. შეთავაზებაში შედის როგორც სავალი ნაწილისა და აკუმულატორის რესურსის ისე, - ანტიფრიზის, სამუხრუჭე სითხის დონისა და საბურავის შემოწმება. 

აღნიშნული სერვისების აუცილებლობას ისფაქტორიც განაპირობებს, რომ ზაფხულში მოგზაურობისას სხვადასხვა გარემოში და განსხვავებული რელიეფის მქონე გზებზე გვიწევს გადაადგილება. ამიტომ ავტომობილი შემოწმებული და მომზადებული უნდა გვყავდეს ყველა გამოწვევისთვის. 

ამისთვის საჭიროა, განვიხილოთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომობილის სხვადასხვა ნაწილის შემოწმება ზაფხულის ცხელი დღეებისთვის.

საბურავი

ავტომობილის აგებულებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია საბურავი, რომელიც სავალი ნაწილის ზედაპირს ეხება, და ის სეზონურია. საბურავის სეზონურობა საკმაოდ საყურადღებო ფაქტორია. დაუშვებელია ზაფხულში ზამთრის სეზონის საბურავებით გადაადგილება, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში მხოლოდ ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილი საბურავებია მაქსიმალურად ეფექტური. მისი ქიმიური შემადგენლობა და დამზადების ტექნოლოგია განაპირობებს იმას, რომ მაღალ ტემპერატურაზე აქვს კარგი მოჭიდება, შესაბამისად, მცირდება სამუხრუჭემანძილი და გადაადგილებაც უფრო უსაფრთხო და კომფორტულია. „თეგეტა მოტორსში“ შეამოწმებენ საბურავის პროტექტორის ზომას, საბურავის ასაკსადა სეზონთან შესაბამისობას.

აკუმულატორი

სეზონური ცვლილებისას უნდა შემოწმდეს აკუმულატორიც, რომელიც ტემპერატურის მიმართ განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა. მასში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე, რაც განაპირობებს ენერგიის წარმოქმნას და აკუმულირებას, ძალიან დიდ გავლენას ახდენს გარემო ტემპერატურა, რადგან ზამთარში ავტომობილს დაბალი ტემპერატურის გამო დიდი ენერგია სჭირდება დასაქოქად. აკუმულატორში მიმდინარე ქიმიური რეაქციაც შედარებით ნელდება დაბალი ტემპერატურის გამო და საკმაოდ დიდ რესურსს მოიხმარს. შესაბამისად, ზამთრის დასრულების შემდეგ, აუცილებელია, რომ შევამოწმოთ აკუმულატორის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ, რადგან თავიდან ავირიდოთ მოულოდნელად მისი მწყობრიდან გამოსვლა. 

სამუხრუჭე სითხე

ავტომობილით შორ გზაზე წასვლამდე სითხეების შემოწმებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. სამუხრუჭესისტემის გამართულად მუშაობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სამუხრუჭე სითხე. თუკი მას ექსპლუატაციის დიდი პერიოდის გამო დაკარგული აქვს თვისებები, ან მისი დონე არ არის დამაკმაყოფილებელი, ავტომობილით გადაადგილება საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. 

ანტიფრიზი

დიდი როლი აქვს ანტიფრიზს ძრავის გამართულად მუშაობისათვის. ის იცავს ძრავის გაგრილების სისტემის ნაწილებს კოროზიისგან, ცვეთისა და გადახურებისაგან. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ანტიფრიზის დონე იყოს დამაკმაყოფილებელი. ამით ავტომობილის მოულოდნელი დაზიანებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დავიცავთ თავს. 

სავალი ნაწილი

მოგზაურობის დაწყებამდე სავალი ნაწილის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახალი დეტალებით ჩანაცვლება უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების წინაპირობაა. 

ყველა მძღოლი, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება როგორც საკუთარ, ისე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების უსაფრთხოებას, აუცილებლად ამოწმებს და ცვლის ყველა საჭირო დეტალს, რათათითოეული მგზავრობა ავტომობილით მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული იყოს. 

__

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტამოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...