1 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„უკან საწყისებისკენ“ - Land Cruiser Prado 2024-ის პრეზენტაცია საირმეში გაიმართა

 

უსაფრთხო, კიდევ უფრო სანდო, კარგად ნაცნობი სტილი და მკვეთრად გაუმჯობესებული მახასიათებლები - Toyota Land Cruiser Prado 2024 „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია. ლეგენდარული მოდელის ახალი სერია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ორი თვის წინ შედგა, ქართულმა კომპანიამ მომხმარებელს საირმეში წარუდგინა.

Toyota Land Cruiser Prado 250-ის დიზაინი Prado-ს თავდაპირველი ვერსიის შტრიხებს იმეორებს. მკაცრი, გამოკვეთილი ფორმებით გამორჩეული მოდელი ტოიოტას ინჟინრებმა უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღჭურვეს და ახალი Crossover-ი „უკან საწყისებისკენ“ კონცეფციაში მოაქციეს.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „70 წელზე მეტია, Land Cruiser Prado იწარმოება. დასაწყისიდანვე ეს მოდელი გამორჩეული იყო თავისი გამძლეობით, მაღალი ხარისხითა და სანდოობით. ამ წლების განმავლობაში  ტოიოტას ინჟინრები მუდმივად აუმჯობესებდნენ მის შესაძლებლობებს. Prado-ს ეს ახალი ვერსია, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს შოურუმში, კიდევ უფრო დახვეწილია, გაუმჯობესებულია მართვა როგორც უგზოობის პირობებში, ისე გზატკეცილზე - ნებისმიერი მარშრუტის არჩევისას მძღოლი უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება. Land Cruiser Prado 2024-ის მოდელი შეიქმნა კონცეფციით „უკან საწყისებისკენ“, რაც, პირველ რიგში, მოდელის ვიზუალზე აისახა. ექსტერიერი პირვანდელ იერსახეს იბრუნებს და მისი ფორმები უფრო კუთხოვანი ხდება. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ეს ახალი, გამორჩეული ავტომობილი ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ“.

 

ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado-ს პრეზენტაციისათვის „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სტუმრებს ორდღიან ღონისძიებაზე უმასპინძლა. წარდგენას საირმეში კომპანიის ერთგული მომხმარებელი, ბიზნესპარტნიორები, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმომადგენლები და „ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

ღონისძიება TBC ლიზინგის, TBC დაზღვევის, ალდაგის და სამშენებლო კომპანია „იდეა დეველოპმენტის“ მხარდაჭერით გაიმართა.

 

პრეზენტაცია კურორტ საირმეში საგანგებოდ დაიგეგმა. ერთი მხრივ, საუკეთესო საოჯახო ავტომობილი, რომელიც იმედგაცრუებულს არც ოფროუდის მოყვარულებს დატოვებს, მასპინძლებმა საირმის მყუდრო და ამავე დროს ექსტრემალურ გარემოს მოარგეს.  

მთავარი ლოკაცია საირმის პარკი იყო, კულმინაციური მომენტისათვის კი უჩვეულო დრო, ღამის საათები შეირჩა კონკრეტული მიზეზით. ტყით დაფარულ სპეციალურად სრულად ჩაბნელებულ ტერიტორიაზე ახალი Prado სტუმრების ყურადღების ცენტრში მოექცა. მკვეთრი განათების ფონზე უახლესი თაობის მოდელი შთამბეჭდავ სანახაობას ქმნიდა.

ღონისძიების მეორე დღე ტესტდრაივს დაეთმო. ზღვის დონიდან 950 მეტრზე, საირმის ტერიტორიაზე იაპონური ბრენდის მოყვარულებმა Land Cruiser Prado 2024-ის შესაძლებლობები თავად გამოცადეს. ავტომობილით, რომელშიც მთავარი აქცენტი კომფორტსა და უსაფრთხოებაზეა, სტუმრებმა საგანგებოდ მონიშნული 1,5-კილომეტრიანი ოფროუდ მარშრუტი დაფარეს.

Toyota Land Cruiser Prado 70 წელზე მეტია იწარმოება და ამ დროის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, 10 მილიონზე მეტ გაყიდულ ავტომობილს ითვლის.

Toyota Land Cruiser Prado J250

„უკან საწყისებისკენ“ - ამ კონცეფციით განაახლა იაპონურმა მწარმოებელმა ლეგენდარული მოდელი, რაც, პირველ რიგში, დიზაინზე აისახება. მრგვალის ნაცვლად, ტოიოტამ ექსტერიერში საწყისი, კუთხოვანი ფორმები დააბრუნა.

Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი თაობის ჩარჩო 50%-ით უფრო მტკიცე და გამძლეა, ვიდრე წინამორბედ მოდელში იყო. რაც შეეხება კონსტრუქციას, მისი სიმტკიცე, ძარასთან ერთად, 30%-ით არის გაზრდილი.

ავტომობილის სიგრძე 4,92 მეტრია, სიგანე - 1,98 მ; ხოლო სიმაღლე - 1,87 მ.

შასის კონსტრუქცია: დამოუკიდებელი, ორბერკეტიანი საკიდარი წინ, ხისტი, გაუჭრელი ღერძი უკან და თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონი გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა წინა ღერძის სტაბილიზატორი, რომელიც ღერძს მაქსიმალურად მოქნილს ხდის და მოჭიდებას აუმჯობესებს.

კლირენსი 220 მილიმეტრია. წინა განაკიდის კუთხე 30 ან 31 გრადუსს შეადგენს (კომპლექტაციის მიხედვით), უკანა განაკიდის კუთხე კი 22 გრადუსია.

არაერთი სიახლეა ინტერიერში - მძღოლის განკარგულებაშია ციფრულ ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური სენსორული ეკრანი და მომსახურების ცალკეული განყოფილება სხვადასხვა ძირეული ფუნქციისთვის. დამატებითი ოფციების სახით ხელმისაწვდომია 3-ზონიანი კლიმატკონტროლი და JBL-ის აუდიოსისტემა 14 დინამიკით.

ახალ ავტომობილს სავარძლების ორი ან სამი რიგით (5-7 მგზავრი) აქვს ცენტრალური ბლოკირება და უკანა, თვლებსშორისი დიფერენციალის ბლოკირებაც. კიდევ უფრო გაუმჯობესდა Crawl Control, ე.წ. ცოცვის რეჟიმი.

ამ ეტაპზე Toyota Land Cruiser Prado ხელმისაწვდომია 2,8 ლიტრი მოცულობის დიზელის ტურბირებული ძრავით. 4-ცილინდრიანი (2,755 სმ3) ტურბოდიზელის სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა. სრულიად ახალია 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 500 ნიუტონმეტრია (მიიღწევა 1600-დან 2800 ბრუნამდე დიაპაზონში) და ამგვარი კომბინაციის შედეგად ახალი პრადოს ტვირთამწეობა 3500 კილოგრამს შეადგენს.

კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა უსაფრთხოების სისტემებიც. ავტომობილის გარშემო განთავსებული კამერების მეშვეობით ურთულეს უგზოობაზეც კი ეკრანიდან გააკონტროლებთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ან ავტომობილის ქვეშ ხდება. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს Toyota Safety Sense სისტემის განახლებული ფუნქციები, Toyota T-Mate-პაკეტი, საგზაო ნიშნების ამომცნობი და შეჯახებისგან დაცვის სისტემა.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები