1 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,როგორც კი დავძარით მანქანა მაშინვე საბურავებში სროლა დაიწყო, სროლა-სროლით მოგვსდევდა რუსი ჯარისკაცი, თამაზმა თქვა დამჭრაო" - ლევან დოთიაშვილი

„ეკლესიის ეზოში როდესაც ავედით, კარი გავხსენით. რომ გამოვდიოდით, მხოლოდ ერთი რუსი ჯარისკაცი მოვიდა. პირველი გამაფრთხილებელი გასროლა გაისროლა. მე დავუძახე - არ გინდა სროლა, მოვრიგდეთთქო. ნუ, ჩვეულებრივად დაწყნარდა ეს რუსი ჯარისკაცი. ვილაპარაკეთ. კამერა მაქვს ჩართულიო, ამოიღო. შეიძლება გამორთული ჰქონდა ან ჩართულიც იყო, არ ვიცი. ამ დროს, თამაზმაც დაუწყო საუბარი. ჩვეულებრივად, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი, დაწყნარებული საუბარი იყო. შევეკითხე კიდეც წელი, ისიც, ესეც და ამის შემდეგ, თამაზმა მითხრა, დაჯექი მანქანაშიო. მე დავჯექი მანქანაში და თამაზი და ეს მესაზღვრე საუბრობენ. თამაზი ჩვეულებრივად მანქანისკენ გამოვიდა, დაჯდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, როგორც კი დავძარით მანქანა, გამოვიარეთ სამი მეტრი, შეიძლება, და მაშინვე საბურავებში სროლა დაიწყო. სროლა-სროლით მოგვსდევდა. გავიარეთ 15-20 მეტრი და თამაზმა თქვა, დამჭრაო. მანქანა გაჩერდა, ავტომატურად გადმოვხტი, თამაზი მანქანიდან გადმოვიყვანე. თვითონ რუსი ჯარისკაციც მომეხმარა გასწორებაში. თამაზის პირადი ტელეფონი ავიღე, სასწრაფოში დავრეკე. ვუთხარი, ამ ადგილზე ვარ, დროულად მოდით. შემდეგ პოლიციამ დარეკა. ანალოგიური, ადგილი ვუთხარი სად ვარ, როგორ ვარ. შემდეგ, 7 რუსი ჯარისკაცი მოვიდა. ამ დროს, ერთ-ერთმა მე დამარტყა, დაუნდობლად. მიწაზე დამაწვინა და თამაზს ე.წ. „ლეიკოების“ დაკვრა დაუწყეს. ამ პროცესში ბორკილები დამადეს და ტყის მიმართულებით წამიყვანეს. მე თამაზი აღარ მინახავს.

ცხინვალის ციხეში ყოველდღე გავყავდი, ოღონდ ვერ ვიტყვი იმას, რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ ცხინვალის ციხეში და ზეწოლა იყო - ჩვეულებრივად, რა მოხდა. რასაც თქვენ გეუბნებით, ანალოგიური ვთქვი იქ“,- განაცხადა  ლევან დოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კირბალში, ლომისას ეკლესიასთან  რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. გუშინ ღამე კი დაკავებული ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები