2 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი, სათხილამურო ფედერაცია და სილქნეტი ერთად უმასპინძლებენ ბაკურიანში 2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს

თიბისიმ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს 2023 წლის 19 თებერვალი - 5 მარტის პერიოდში ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას. ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, ხოლო პარტნიორები - თიბისი და სილქნეტი.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

 

ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ზამთრის სპორტის მთავარი მოვლენაა, რადგან  საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა უფლება, რომ ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისბის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება 2018 წლის მაისში საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში გამართულ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე გადაწყდა.

„თიბისი ყოველთვის იქ არის, სადაც დიდი და კარგი საქმეები კეთდება. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ სათხილამურო ფედერაციასთან და სილნეტთან პარტნიორობის ფარგლებში ვუმასპინძლებთ ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში ისტორიული მოვლენაა. თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპოულარიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამ მიზნით, არაერთი პროექტის ინიციატორი, მხარდამჭერი და პარტნიორები ვართ. საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან თანამშრომლობა დიდ შესაძლებლობას იძლევა, რათა თიბისიმ კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს სპორტული აქტივობების პოპულარიზაციაში და ჩაერთოს მთავარი სპორტული მოვლენების ორგანიზებაში“ - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

"20 წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი ჯგუფი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი კომპანია სილქნეტი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების საქმეში. ჩვენი მხარდაჭერით ფედერაცია ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ტურიზმის და ზამთრის სპორტის მასპინძელი ქვეყნის, პოტენციალის ამაღლებას და ზამთრის სპორტის პოპულარობის გაზრდას ახალგაზრდა თაობებში. ეს ნამდვილად დიდი საქმეა და მიხარია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში დღეს ღირსეული პარტნიორი - თიბისი შემოგვიერთდა, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო მხარდაჭერით უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში და კერძო სექტორის ჩართულობით დღეს უკვე შესაძლებელია იმ ოცნების რეალობად ქცევა, რაც რამდეიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო." - გიორგი რამიშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...