1 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ორი კვირის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში ორი კვირის წინ დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს.

33 წლის გიორგი ჯანეზაშვილი სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარესთან 13 ივლისს გაუჩინარდა. თანასოფლელები და ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ ჯანეზაშვილი მდინარეში შესვლისას დაიხრჩო.

ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარებიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში, ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, ყველა საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით, ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ ძებნა-შველის ოპერაციას, რაც, თავის მხრივ, როგორც მდინარის ზედაპირისა და ფსკერის, ასევე სანაპირო ზოლის პერიმეტრის მონიტორინგს მოიცავდა.

მაშველებმა ცხედარი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მეტეხის სიახლოვეს, მდინარეში იპოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები