1 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“სპეცოპერაციაში” ვმონაწილეობთ, მაგრამ სამხედროებს არ ვაგზავნით – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსი მონაწილეობს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში”, მაგრამ კონფლიქტის ზონაში თავის სამხედროებს არ უშვებს.

  • “რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში სპეცოპერაციაში, იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ასევე, ლუკაშენკომ უკრაინა საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა:

  • “ის მუდმივად ახორციელებს ჩვენი ტერიტორიის, ჯარების, ობიექტების ოპტიკურ, რადიოელექტრონულ, რადიოტექნიკურ დაზვერვას. ხშირად მათი დრონებით არღვევენ სახელმწიფო საზღვრის ხაზს, არის მუდმივი პროვოკაციები საზღვარზე” – ამბობს ლუკაშენკო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები