0 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

„ბუნაგში რომ შეძვერით ზემდგომები და ხელი შეაწმინდეთ... ამხელა სიბინძურე აკიდეთ..სიკვდილის ფასად რომ დამიჯდეს ყველას მიგაყოლებთ“ - რას წერს დაკავებული ბუღალტრის შვილი

გორის “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მთავარ ბუღალტერს, რომელიც საბიუჯეტო სახსრებს ინტერნეტ ტოტალიზატორებში იყენებდა, 15 აპრილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლეილა წკრიალაშვილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს.

დაკავებული ბუღალტრის შვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყველას, ვინც მისი თქმით, საქმესთან კავშირშია მხილებასა და დასჯას ჰპირდება.

“ახლა ყველამ კარგად მომისმინეთ, ლეილა წკრიალაშვილის შვილი ვარ-გოგო . რახან დედა ჩუმადაა გგონიათ ბუნაგში რომ შეძვერით ზემდგომები და შეაწმინდეთ ხელი, არ ვიცი ვინ ხართ.

იმდენად ლაჩრები ხართ და ქალაჩუნები, ამოეფარეთ ონკოლოგიურ პაციენტს და სარგებლობთ იმის პატიოსნებით. რახან ხმა არავინ ამოიღო გგონიათ შეგრჩათ.

უფროსი რომ გამოდის და ამბობს ბუღალტერია პასუხისმგებელი თურმე, ლეილა ყოფილა ყველაფერი, რაზეა ბუღალტერი პასუხისმგებელი მე დაგანახვებ.

არც ერთი გადმორიცხვა თქვენი ხელმოწერის გარეშე არაა ხაზინიდან.

სად არის ფინანსური მენეჯერი, რომელთანაც აბსოლუტურად ხაზინის ყველა დოკუმენტაციაა შეთანხმებული და გადაგზავნილი თუ ამნეზია დაემართა არ ახსოვს. ღმერთს ვფიცავარ თუ ყველას არ გაგებინოთ პასუხი, ყველაფერი ვიცი და დედაჩემს წინ წაგიმძღვარებთ გპირდებით. თქვენ ეტყობა დებილი გგონივართ.

ისიც გაითვალისწინეთ მე ლეილაზე ძლიერი ვარ ყველანაირად და ყველას გაგებინებთ პასუხს სამართლებრივად, დასაბუთებულად და დოკუმენტაციით.

თუ მუქარის ქვეშ გყავდათ მე ისედაც უკვე მკვდარი ვარ და უკან დასახევი აღარაფერი მაქვს. აუცილებლად გაგებინებთ პასუხს. ისიც ვიცი რომ ნახავ და წაიკითხავ, თუ არადა გადმოგცემენ.

თქვენ დასაცავად ქალმა ადვოკატი არ აიყვანა რომ დაემუქრეთ, ამხელა სიბინძურე აკიდეთ და გაწირეთ, ჩაწიხლეთ და გააუბედურეთ, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინეთ რომ იმ ქალის უკან შვილები დგანან და სიკვდილის ფასად რომ დამიჯდეს ყველას მიგაყოლებთ”, – წერს ლეილა წკრიალაშვილის შვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები