1 5 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ყველაზე გაყიდვად მოდელებზე მომხმარებელს სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს. Black fridy-ს ფარგლებში, 25-დან 30 ნოემბრამდე MAZDA CX60-ის შეძენა 39 000$-დან არის შესაძლებელი, ხოლო Mazda CX90-ის - 40 500$-დან. ორივე მოდელი პრემიუმ კლასისაა, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და Miled Hybrid-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილები მუშაობს ბენზინის ძრავაზე, რომელსაც ეხმარება ელექტროგენერატორი. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. გარდა ამისა, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „MAZDA-ყველაზე გაყიდვად მოდელებზე უპრეცედენტო შეთავაზება მოქმედებს. აქციის მიზანია, მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი გამორჩეული მოდელები. CX60 აღჭურვილია 3.3-იანი უნიკალური Miled Hybrid ძრავით, 285 ცხენის ძალით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი, რომელიც აერთიანებს კომფორტისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს. რაც შეეხება CX90-ს, წარმოდგენილია 3.3-იანი ძრავით, 345 ცხენის ძალით. ეს არის ყველაზე ძლიერი ძრავა, რომელიც MAZDA-დღემდე შეუქმნია. ავტომობილი არის სამრიგიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალურია თავგადასავლების მოყვარულებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ამ განსაკუთრებული მოდელების შეძენა ჩვენს მომხმარებლებს ახლა უკვე სპეციალურ ფასად შეუძლიათ. მაზდა ცენტრი თეგეტა“ მზადაა, ახალ, მულტიბრენდულ შოურუმში უმასპინძლოს ავტომობილის მოყვარულებს“.

Mazda CX90 არის SUV ავტომობილი, დახვეწილი დიზაინით. აღჭურვილია უახლესი i-Activsense სისტემითა და lane-control assistant-ით. Blind-spot Monitoring-ის (ბრმა კუთხის მონიტორინგის) საშუალებით უზრუნველყოფს მძღოლის თავდაჯერებულ და უსაფრთხო გადაადგილებას. ის შექმნილია უსაფრთხო მგზავრობისთვის. Smart Brake Support სისტემა იცავს ავტომობილს ყოველგვარი გაუთვალისწინებელი საფრთხისგან და უზრუნველყოფს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ავტომობილის მონიტორინგსაც.

გარდა ამისა, ავტომობილს აქვს Apple Car Play და Android Auto-ს მხარდაჭერა, Head Up Display და 360 კამერა. MAZDA CX90-ში გადაადგილების სამი განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს: Sport, Comfort და Off Road. მოდელი აკმაყოფილებს პრემიუმ ბიზნესკლასის სტანდარტებს და, ამავდროულად, იდეალურია საოჯახო მოგზაურობისთვისაც.

პრემიუმ კლასს განეკუთვნება CX60-ც, რაც გამოიხატება ინტერიერისა და ექსტერიერის სხვადასხვა დეტალში, მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებულ მოწინავე ტექნოლოგიებში, უსაფრთხოების სისტემებსა და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში.

Miled Hybrid ვერსიაში პირველად ვხვდებით ახალ 3.3 ექვსცილინდრიან ძრავას. ასევე პირველად Mazda-ს ისტორიაში, ქროსოვერზე, AWD სისტემაში, ამძრავი და ძირითადი ძალის მიმცემი უკანა თვლებია. სიმძლავრის დარჩენილი ნაწილი ნაწილდება წინა თვლებზე, რაც განაპირობებს სიმძიმის ოპტიმალურ გადანაწილებას ხიდებს შორის.

Mazda CX60-ის კიდევ ერთი უპირატესობაა სახის ამოცნობის ინოვაციური სისტემა, რომელიც ავტომობილის სალონშია დამონტაჟებული. ის ავტომატურად იღებს დამახსოვრებულ კონფიგურაციას მძღოლის ამოცნობისთანავე. მუშაობის შეწყვეტისას კი ავტომატურად გასწევს სავარძელს უკან, რათა მძღოლს მანქანიდან გადმოსვლა გაუადვილოს.

საქართველოს ბაზარზე, Mazda CX60-ის Miled Hybrid და ბენზინის (skyctive) მოდელებია წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ფასდაკლება მოქმედებს Miled Hybrid მოდელებზე.

--

თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები