0 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” – ვინ არიან ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები

ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის პრეზენტაცია “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” მიმდინარეობს.  ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრები წარადგინა:

  • გია ჯაფარიძე – პოლიტოლოგი
  • თამარ კორძაია – დამოუკიდებელი დეპუტატი
  • სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი
  • ლაშა ბაქრაძე – ლიტერატურათმცოდნე
  • არმაზ ახვლედიანი – დამოუკიდებელი დეპუტატი
  • გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი
  • ირაკლი ფავლენიშვილი – ენმ-ის წევრი

თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრების წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა არა დანაწევრების, არამედ ერთიანობის დროა.

“ახლა არ არის დანაწევრების დრო, არ არის დაპირისპირებების დრო, არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის გადარჩენისთვის და ერთიანობის გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია”,- თქვა ბოკუჩავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები