0 8 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,5 წლამდე ბავშვს მეფესავით უნდა მოექცე.. 5-დან 10 წლამდე მონასავით" - რჩევები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით

გერმანიაში მოღვაწე  ექიმი, ილიას ტერსენიდისის რჩევები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით:

არ დაამციროთ ბავშვი და ნუ მიაყენებთ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას!
ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ბავშვს სცემენ, არის ის, რომ მას არ შეუძლია ხურდის დაბრუნება. 

5 წლამდე ბავშვს "მეფესავით" უნდა მოექცე. არაფერი უნდა აუკრძალო და მხოლოდ ყურადღება გადაატანინო. თუ ის რაიმე საშიშს აკეთებს, მიიღეთ შეშინებული სახე და აღშფოთებული ხმა გამოეცით. ბავშვს მხოლოდ ეს ენა ესმის.

ამ დროს ყალიბდება აქტივობა, ცნობისმოყვარეობა, ცხოვრების მიმართ ინტერესი. მაგალითად, როცა ბავშვი ტეხავს ვაზას, ამ დროს ის ვერ ხვდება, რომ იმისათვის, რომ ეს ვაზა გეყიდათ, ბევრი იმუშავეთ. ამიტომაც დასჯას ის აღიქვამს, როგორც ძლიერის მხრიდან დაჩაგვრას. თქვენ მას ამ საქციელით იმას კი არ ასწავლით, რომ აღარ გატეხოს ვაზა, არამედ - ძლიერისადმი მორჩილებას.

მეორე პერიოდი: 5-დან 10 წლამდე

ამ დროს ბავშვს ისე უნდა მოექცეთ, როგორც მონას. დაუსახოთ ამოცანები და მოსთხოვოთ მათი შესრულება. შეგიძლიათ დასჯა შეუსრულებელი სამუშაოსთვის (თუმცა არა ფიზიკურად). ამ დროს აქტიურად ვითარდება ინტელექტი. ბავშვმა უნდა ისწავლოს პროგნოზის გაკეთება ადამიანების ქმედებებზე, დაიმსახუროს კარგი დამოკიდებულება და თავიდან აიცილოს უარყოფითი. ნუ მოერიდებით ამ პერიოდში ბავშვის დატვირთვას ცოდნით.

მესამე ეტაპი: 10-დან 15 წლამდე

როგორ აღვზარდოთ ბავშვი ამ პერიოდში? როგორ მოვექცეთ მას? როგორც თანასწორს. არა, როგორც თანატოლს, არამედ როგორც "თანასწორს", რადგან თქვენ მაინც მასზე მეტი გამოცდილება და ცოდნა გაქვთ.

ჰკითხეთ მას რჩევა ყველა მნიშვნელოვან საკითზე, განუვითარეთ მას დამოუკიდებლობის გრძნობა. თქვენი სურვილი და ნება საკითხის განხილვისას ფრთხილად და შეუმჩნევლად, მინიშნებებითა და რჩევებით მიაწოდეთ.

თუ თქვენ რაიმე არ მოგწონთ, მისი ყურადღება გაამახვილეთ ნეგატიურ შედეგებზე, მოერიდეთ პირდაპირ აკრძალვებსა და შენიშვნებს. ამ პერიოდში ბავშვში ყალიბდება დამოუკიდებლობა და თავისუფალი აზროვნება.

ბოლო პერიოდი: 15 წლიდან

მოეპყარით მას პატივისცემით. ბავშვის აღზრდა უკვე გვიანია და ამიტომაც ისღა დაგრჩენიათ, მოიმკათ თქვენ მიერ ჩადებული შრომის ნაყოფი.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუ ამ წესებს არ დაიცავთ? 

თუ 5 წლამდე ბავშვს დათრგუნავთ, თქვენ დათრგუნავთ მის აქტივობას, ცხოვრებისადმი მის ინტერესსა და ინტელექტს. ასწავლით მას, უხმოდ დაემორჩილოს უხეშ ძალას. მისგან შექმნით მსხვერპლს ყველა ნაძირლისთვის.

თუ 5 წლის შემდეგაც გააგრძელებთ ბავშვის განებივრებას, მაშინ მას ინფანტილურს, სამუშაოსადმი და საერთოდ, ყოველგვარი ძალისხმევის მიმართ უუნაროს გახდით.

თუ 10 წლის შემდეგ ბავშვზე ისე იზრუნებთ, როგორც ჩვილზე, მას დაუკარგავთ საკუთარი თავის რწმენას და ის დამოკიდებული გახდება უფრო დამოუკიდებელ ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის მოახდენენ მასზე გავლენას.

თუ თქვენ არ დააფასებთ ბავშვს 15 წლის შემდეგ, ის ამას არ გაპატიებთ და პირველი შესაძლებლობისთანავე წავა თქვენგან.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები