შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობისთვის აუცილებელი პირობაა ავტომობილის შესაბამისად აღჭურვა და სათანადოდ გამართვა. პრევენციული ზომების მიღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში, რადგან მძღოლებს ხშირად შორ მანძილსა და რთულ რელიეფზე უწევთ გადაადგილება.
სპეციალისტების აზრით, მგზავრობის დაწყებამდე აუცილებელია რამდენიმე საყურადღებო დეტალის შემოწმება და ავტომობილის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი იმ აუცილებელ ნივთებს შორისაა, რომლებიც ზამთარში სატვირთო ავტომობილით გადაადგილებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბექა ბოჭოიძე, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მართვის რეგიონული მენეჯერი: „თოვლიან ან მოყინულ ზედაპირზე უსაფრთხო მოძრაობის დამატებითი გარანტი სწორედ „თოვლის ჯაჭვებია“ და ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზით აიხსნება: მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უზრუნველყოფს დამატებით წევას და ამცირებს ჩაჭედვის ალბათობას, რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სამთო გზაზე მოძრაობისას. ზამთრის რთულ პირობებში ის ხელს უწყობს სრიალისა და მოცურების თავიდან აცილებას, აუმჯობესებს აჩქარების, დამუხრუჭებისა და მობრუნების უნარს, ზრდის სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოებას“.
სატვირთო ავტომობილით უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია საბურავის მდგომარეობა. ის ერთადერთი დეტალია, რომელიც სავალი ნაწილის ზედაპირს უშუალოდ ეხება. პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ წნევა საბურავებში, რათა ის არ გახდეს ცვეთის ზრდის მიზეზი. ასევე უმნიშვნელოვანესია საბურავების ვიზუალური დათვალიერება. თუ საბურავის პროტექტორი ცვეთის ინდიკატორამდეა დასული, მაშინ უმჯობესია, დროულად იზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე.
სატვირთო ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს აკუმულატორიც, რომელზედაც დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ბექა ბოჭოიძე, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მართვის რეგიონული მენეჯერი: „დაბალი ტემპერატურა აკუმულატორის რესურსზე უარყოფითად მოქმედებს. ცივ ამინდში მნიშვნელოვნად მცირდება აკუმულატორის ეფექტიანობა. ნელდება ქიმიური რეაქციები, რაც ელექტრული გამომუშავების შემცირებას იწვევს. ამან კი შესაძლოა საჭირო სიმძლავრის უზრუნველყოფას ხელი შეუშალოს. დაზიანების თავიდან ასაცილებლად საგულისხმოა, სატვირთო მანქანების მფლობელები აკუმულატორის გამართულად მუშაობაში ჯერ კიდევ ზამთრის დადგომამდე დარწმუნდნენ“.
დაბალი ტემპერატურის პირობებში არანაკლებ მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემის გამართული ფუნქციონირებაც. ის უზრუნველყოფს ძრავის მუშაობას ოპტიმალურ ტემპერატურულ დიაპაზონში. გაგრილების სისტემა გადამწყვეტ როლს ასრულებს საწვავის ეფექტურობისა და ძრავის კომპონენტების ცვეთის შესამცირებლად. მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია, რომ გაგრილების სისტემა პროფესიონალმა მექანიკოსმა შეამოწმოს, რადგან დროთა განმავლობაში გამაგრილებელი შეიძლება დაბინძურდეს და ეფექტიანობა დაკარგოს.
სატვირთო მანქანებისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ანტიფრიზის შემოწმებაც, განსაკუთრებით ზამთარში. ანტიფრიზი შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც ხელს უშლის ძრავის გაგრილების სისტემაში წყლის გაყინვას. ის კოროზიის პრევენციაა, რადგან ინჰიბიტორებს შეიცავს, რომლებიც სხვადასხვა ლითონსა და მასალას იცავს. ეს კი ძრავისა და რადიატორის გრძელვადიანი მუშაობისთვის აუცილებელია.
სატვირთო ავტომობილით უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად გადაადგილებისთვის ყველა საჭირო პროდუქტი ხელმისაწვდომია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები