ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებზე
2021-12-02 16:10:34
22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ გადასახადების გაზრდას, რეკლამების აკრძალვასა და მოთამაშეთა ასაკის აწევას, შემდეგ კი მათ საერთოდ აკრძალვას გეგმავდა.
აქედან ერთი კვირის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა ტექსტი, რომ მისი გადაწყვეტილებით ონლაინ კაზინოებს შემდეგი რეგულაციები დაუწესდებოდათ: ონლაინ სათამაშო სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით; აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით, ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან შავ სიაში ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გზით; აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.
დღეს, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA), რომელიც საქართველოში ლიცენზირებული ონლაინ სათამაშო ბიზნესის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, პრესკონფერენცია გამართა. მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა სექტორის პოზიცია დააფიქსირა.
„დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი“, - განაცხადა მამულაიშვილმა.
ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია, პერიოდულად შეიცვალოს ზეთის, ძრავის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფილტრი იყოს მაღალი ხა...
თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა. კურსის ფარგლებში...
ჟურნალმა TIME-მა საუკეთესო გამოგონებების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა დარგში ისეთ მნიშვნელოვან ინოვაციურ გამოგონებებს აერთიანებს, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ადამიანის...
ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ცნობილი მოდელები, Geely Coolray ან Geely Emgrand, საჩუქრად გადაეცემა მას, ვინც ბინას „იდეა პანორამაში“ შეიძენს. უპრეცედენტო აქცია „იდეა დევე...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
კომენტარები