0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

სოფელ ფშაველში ცოლისძმამ სიძე მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლისძმამ სიძე მოკლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ნასროლი ტყვიით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია ერთი პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი – 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, სიძეს-მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 1982 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი-სანადირო თოფი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:17

    ველისციხეში კაცი მოკლა და ჭაში დამარხა - მამაკაცს ...

    თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ველისციხეში, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული და...

  • 14:43

    იტალიაში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს...

    იტალიაში, ნეაპოლში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 27 წლის კაცი სან ფერნანდოში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დააკავეს. ჩხრეკისას ახალგაზრდა კა...

  • 17:00

    „გლოვოს“ კურიერის დაჭრის საქმეზე ძებნილი პირი დაკ...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...

  • 12:07

    ცოლად შერთვის მიზნით 23 წლის გოგო გაიტაცა და მასზე...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დ...

  • 17:32

    ბულგარეთის პორტში 38 მლნ დოლარის ჰეროინი ამოიღეს, ...

    ბულგარეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ  შავი ზღვის პორტ ბურგასში, დაახლოებით 436 კილოგრამი  ჰეროინი ამოიღეს. საოლქო პროკურატურის ინფორმაციით ჰეროინი ტრაილერში ოფიციალურად დეკლარირებული ტვირთ...

  • 18:35

    1 524 223 ლარის გადასახადს თავი აარიდა – დააკავეს ...

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძ...

  • 14:18

    პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გ...

    საქართველოს პროკურატურამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებული 9 ივლისს, სასამართლო...