1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნატო-ს გენერალი - რუსეთის რეაქცია კურსკში მიმდინარე მოვლენებზე ნელი და დაბნეულია

ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მეთაურის, გენერალ კრისტოფერ კავოლის განცხადებით, რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციაზე რეაქციის ჩამოყალიბებას და ეს რეაქცია, ჯერჯერობით, ნელი და დაბნეულია.

უკრაინული მედიის ცნობით, კავოლიმ საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოზე განაცხადა, რომ რუსეთის ასეთი რეაქცია რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ჯერ ერთი, არ არის გააზრებული, თუ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციის ფარგლებში განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებზე და მეორეც, გამოთავისუფლებული ჯარების ნაკლებობით, რომლის გამოყენებაც რუსეთს კურსკის ოლქში შეუძლია.

„რუსეთი ჯერ კიდევ ამზადებს პასუხს უკრაინის შეჭრაზე. ჯერჯერობით ეს მხოლოდ საკმაოდ ნელი და დაბნეული რეაქცია იყო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთი ვერ ადგენს, ვის აქვს უფლებამოსილება. თავდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი სამხედრო ოპერაციებზე უკრაინის შიგნით, მაგრამ არა რუსეთის შიგნით, ასე არი არის? ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა ყოფილიყო. მეორეც, რუსეთს არ ჰყავს თავისუფალი ძალები, რომლის გადასროლაც იქ შეუძლია. უკრაინაში მყოფი რუსული სახმელეთო ძალების ჩართულობის და წილის დონე ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალმა.

მისი განმარტებით, ქვედანაყოფები, რომლებიც რუსეთში რჩებიან და მსგავს პრობლემას უპირისპირდებიან, ახალწვეულები არიან, რომლებსაც უკრაინაში ბრძოლა თეორიულად და იურიდიულად ეკრძალებათ.

„შესაბამისად, საუბარი არ არის იმ საბრძოლო ნაწილებზე, რომლებიდანაც სწრაფი რეაგირების მოლოდინი შეიძლება“, - დასძინა ნატო-ს გენერალმა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 6 აგვისტოს კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაცია დაიწყო. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის, სუჯანსკისა და ბელოვსკის რაიონებში. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მის რეგიონში 28 დასახლებას აკონტროლებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით კი უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაში 35 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებას აკონტროლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები