2 3 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბარაქ ობამა - ამერიკა მზადაა უკეთესი ისტორიისთვის, ამერიკა მზადაა პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის - არ გვჭირდება ტრაბახის, უუნარობისა და ქაოსის კიდევ ოთხი წელი

აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის მეორე დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამერიკა მზად არის ახალი თავისთვის. ამერიკა მზად არის უკეთესი ისტორიისთვის. ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტი კამალა ჰარისისთვის და კამალა ჰარისი მზად არის ამ სამუშაოსთვის,“ - აღნიშნა ობამამ.

მისი თქმით, ჰარისისა და უოლცის არჩევა იოლი არ იქნება.

„დაძაბული რბოლა იქნება დაყოფილ ქვეყანაში. ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრ ამერიკელს არ სჯერა, რომ მთავრობას შეუძლია დაეხმაროს. ადამიანები, რომლებიც წყვეტენ ამ არჩევნების ბედს, სვამენ ძალიან მარტივ კითხვას, ვინ იბრძოლებს ჩემთვის? ვინ იფიქრებს ჩემს მომავალზე? ჩემი შვილების მომავალზე? ერთი რამ ცხადია: დონალდ ტრამპი არ იტეხს ძილს ამ კითხვაზე. ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ ხალხი, რომ დემოკრატიას შეუძლია რეალურად მიაღწიოს წარმატებას. კამალას ესმის ეს“, - აღნიშნა ობამამ.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ძალაუფლებას მხოლოდ მიზნების მიღწევის საშუალებად განიხილავს.

„მან მოკლა ორპარტიული საიმიგრაციო შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობდა ჩვენი სამხრეთ საზღვრის დაცვას, რადგან ფიქრობდა, რომ პრობლემის რეალურად გადაწყვეტის მცდელობა დააზარალებს მის კამპანიას“, - აღნიშნა ობამამ.

მისი თქმით, ტრამპი, რომელსაც არ შეუწყვეტია ქვითინი თავის პრობლემებზე, ეშინია კამალა ჰარისთან დამარცხების და ავრცელებს შეთქმულების თეორიებს, სახიფათოა ამერიკისთვის.

„არ გვჭირდება ტრაბახის, უუნარობისა და ქაოსის კიდევ ოთხი წელი. ეს ფილმი ადრეც გვინახავს და ყველამ ვიცით, რომ გაგრძელება, როგორც წესი, უარესია“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები