0 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ევრო 2024 და ლარი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია, რაც ასევე ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკის ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საერთო აღიარებით, მე-12 მოთამაშის - გულშემატკივრის წვლილი ამ წარმატებაში ფასდაუდებელია. ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში განხორცილებული დანახარჯები - თითქმის 10-ჯერ, სხვა ქვეყნებში კი ჯამური დანახარჯები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფაქტორის გარეშე, საქართველოში ტურისტული გადინებები შემოდინებებთან მიმართებით, დაახლოებით - 20%-ს, ტურისტულ შემოდინებებში კი საკმაოდ მაღალი იმპორტ კომპონენტის გათვალისწინებით, დაახლოებით 35-40%-ს შეადგენს, ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ისევ და ისევ, პროდუქტიული ინვესტიციაა. ამასთან, რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის მხრივ ამ ფაქტორის გათვალისწინებით? - ახლო მომავალში ამ ტიპის სავალუტო გადინება შემცირდება. ზუსტად როდის? - ფსონს ვდებთ, რომ 14 ივლისის - ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ.

 

გაეცანი პუბლიკაციას ბმულზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები