1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში, მოქალაქეებს გარეთ გასვლა 2 დღის განმავლობაში, ისევ აეკრძალათ

თურქეთში, მოქალაქეებს გარეთ გასვლა 2 დღის განმავლობაში, ისევ აეკრძალათ - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, მარდინი, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი

"თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 8 მაისის 24 საათიდან 10 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.", - წერია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები