1 6 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ახლა დგას საკითხი მისი გადაყვანისა საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში სადაც გარკვეულ ხანში, როდესაც ამის დრო იქნება, მოხდება მისი გამოყვანა ნარკოზიდან"

 ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანენ - ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

ამჟამად მდგომარეობა ასეთია: ცოტნე მართვით სუნთქვაზე რჩება, ნარკოზის მდგომარეობაში. ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ახლა დგას საკითხი მისი გადაყვანისა საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში სადაც გარკვეულ ხანში, როდესაც ამის დრო იქნება, მოხდება მისი გამოყვანა ნარკოზიდან, გაგრძელდება მკურნალობა და ამის შემდგომ გადავა რეაბილიტაციაზე. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებითვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები