0 8 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება“ – „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

 

ტემპერატურის კლებასთან ერთად, მძღოლებისთვის აქტიური სამზადისის დრო დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მეტია, შესაბამისად, ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შემოწმებასა და ზამთრისთვის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს — ზაფხულის საბურავები მოჭიდების უნარს კარგავს და ავტომობილის მოცურების ალბათობა იზრდება; აკუმულატორის რესურსის ამოწურვის შემთხვევაში ავტომობილი არ იქოქება; თუ ანტიფრიზი გამოსაცვლელია, გაგრილების სისტემა ზიანდება და ძრავის ამუშავება შეუძლებელი ხდება; გაცვეთილი ხუნდები კი დამუხრუჭებას უშლის ხელს.  

თუმცა, ამის მიუხედავად, მოუცლელობისა თუ წინდაუხედაობის გამო, მძღოლების ნაწილი ზამთრისთვის ავტომობილის მომზადებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს, შედეგად კი, წლის ყველაზე ჯადოსნურ პერიოდს ისეთ თავგადასავლებში ატარებს, რომლებში გახვევასაც არავინ ინატრებდა.

 სწორედ ამას უპირისპირდება „თეგეტა მოტორსის“ახალი კამპანია, რომელიც მძღოლებს ზამთრისთვის ავტომობილის გამართვისკენ და ცივი სეზონის მშვიდად, უსიამოვნო თავგადასავლებისა და ზედმეტი ექსცესების გარეშე გატარებისკენ მოუწოდებს. 

 კამპანიის ფარგლებში შექმნილი პრინტსერია მარტივი მინიშნებებით — თოვლიან გზაზე დატოვებული ნაკვალევით სხვადასხვა სიტუაციას აღწერს. თითოეული სცენა, ერთი მხრივ, იმ უსიამოვნო თავგადასავლებს წარმოაჩენს, რომლებიც მძღოლებს წინდაუხედაობის შემთხვევაში ელით. მეორე მხრივ კი, ამ სიუჟეტებს ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსში“ მომზადებული ავტომობილის მოსაწყენად მშვიდ სცენებს უპირისპირებს. 

   

 

მძღოლებისთვის არსებული რისკების შესახსენებლად, კამპანიის ფარგლებში, ავტომობილის გაუმართაობის გამო შექმნილი სხვადასხვა უსიამოვნო სიტუაციის ამსახველი ბანერები გზებზე განთავსდა.  

 

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:„კამპანიის მთავარი სათქმელი ორკონტრასტულ, ორაზროვან გზავნილში ერთიანდება: აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება და მოსაწყენი ზამთარი„თეგეტა მოტორსთან“ ერთად. პრინტებში წარმოდგენილი ორი კონტრასტული რეალობა მკაფიოდ აჩვენებს, რამდენად დიდ დისკომფორტში შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ ზამთარს მოუმზადებლები შევხვდებით. „თეგეტა მოტორსში“ ზამთრისთვის ავტომობილის გამართვის შემთხვევაში კი ცივი სეზონი უჩვეულო სიმშვიდით ჩაივლის და ყველა არასაჭირო თავგადასავალს აირიდებ. ჩვენი წარმოდგენით, ერთმანეთის საპირისპიროდ ორი განსხვავებული რეალობის თვალსაჩინო წარმოჩენა ადამიანებს პრობლემის შესაძლო შედეგებზე დააფიქრებს და მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს“.

 

„თეგეტა მოტორსისთვის“ უსაფრთხოება მთავარი ღირებულებაა. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი ავტომობილის გამართულობა მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:ზოგიერთი მძღოლი ფიქრობს, რომ მათ არ გადახდებათ თავს უსიამოვნო თავგადასავლები . ამიტომაც უსაფრთხოების ზომებს წინასწარ არ იღებენ და ფაქტებზე მეტად ინტუიციას ეყრდნობიან. რეალურად კი ზამთარში გაუმართავი ავტომობილით გადაადგილებისას შეუძლებელია, უსიამოვნო შემთხვევებს თავი აარიდო — არასასურველი თავგადასავალი ერთხელ მაინც შეგემთხვევა. ეს დაკვირვება მარტივ სტატისტიკად ვაქციეთ და პრინტ სერიასთან ერთად, თითოეული პროდუქტის სიმბოლიკისა და დამაფიქრებელი ტექსტის თანხლებით წარმოვაჩინეთ“. 

 

 

უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობისთვის კი, ტრადიციულად, „თეგეტა მოტორსი“ ზამთრისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ხელსაყრელ შეთავაზებებს წელსაც აგრძელებს — ხუნდების, აკუმულატორების და ანტიფრიზის სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, ზამთრის საბურავებზე კი — 20%-იანი ქეშბექი. 

 

 

ასე რომ, თუ მანქანას მართავ და ზამთრისთვის მზადება ჯერ კიდევ არ დაგიწყია, დროა, იმოქმედო. აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება. 

 

---

 

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები