0 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კრემლის სიმბოლიკა და ასო „Z“ - ერევანში შენობებზე გაკრულ საოკუპაციო პლაკატებს უკრაინული მედია მოლდოვის, საქართველოს, უკრაინისა და ყაზახეთის წინააღმდეგ ერევნის სპეცოპერაციას უწოდებს

კრემლის სიმბოლიკა და ასო „Z“ - აღნიშნული პლაკატები ერევნის ცენტრში შენობებზე გააკრეს. პლაკატის ავტორები ოთხი სუვერენული ტერიტორიების ანექსიას აანონსებენ. სიაში უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გვერდით საქართველოც მოხვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია 5.ua წერს და თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ პლაკატების ავტორების მიერ ოკუპირებული ყირიმის გარდა, რუსეთის ტერიტორიადაა ასევე მოხსენიებული დონეცკი, ლუგანსკი, მარიუპოლი, ზაპოროჟიე, ხერსონი, ტირასპოლი (დნესტრისპირეთი), ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი).

როგორც პუბლიკაციის ავტორი წერს, ყველა ეს ტერიტორია ან უკვე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ან ემუქრება ოკუპაცია და შემდგომი ანექსია იქ ვითომდა ჩაგრული ეთნიკური უმცირესობების დაცვის საბაბით. გარდა ამისა საუბარია „რეფერენდუმზე“. როგორც ვკითხულობთ, რუსეთი ყველა ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე ამზადებს ნიადაგს, რათა მათი ანექსირების მიზნით, ყალბი რეფერენდუმები ჩაატაროს. ამ არგუმენტის განსამტკიცებლად ავტორი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას იხსენებს: ჩვენი ქვეყანა კვლავ იქნება დიდი და ძლიერი. ისევ იქნება საბჭოთა კავშირი და არავინ არსად წავა.

5.ua-ს ინფორმაციით, პროპაგანდისტულმა „სპეცოპერაციამ“, რომელიც ერევანში კრემლის მიმდევრებმა ჩაატარეს, ნათლად აჩვენა, უკრაინის გარდა რომელი სახელმწიფოები უნდა იყვნენ ყველაზე მეტად შეშფოთებულები მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით სამხედრო ოკუპაციისა და ყალბი რეფერენდუმების გზით და აქვე დასძენს, რომ ეს ქვეყნებია: მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.

სტატიაში ოთხივე ქვეყნის შემთხვევაში ქრონოლოგიურად არის განხილული ის განცხადებები, რაც რუსეთისა და თავად აღნიშნული ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

მოლდოვას შემთხვევაში არაერთ განცხადებასთან ერთად აღნიშნული იყო რუსეთის ფედერაციის მე-14 არმიის შტაბის ყოფილი ოფიცრის, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკოლაი ლიზუნოვას სიტყვები, რომ ტირასპოლი არის რუსეთი“.

რაც შეეხება საქართველოს, ამ შემთხვევაშიც არაერთი ოფიციალური პირის განცხადება არის განხილული ქრონოლოგიის მიხედვით, თუმცა ავტორი, უპირველეს ყოვლისა, „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი „პრეზიდენტის“ ედუარდ კოკოითის სიტყვებს იხსენებს: სამხრეთ ოსეთს, რომელიც საქართველოს შემადგენლობაშია, 4000-მდე რუსი ჯარისკაცი აკონტროლებს. მარტში ამ ქვედანაყოფების ნაწილი მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში. ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა ნაცისტებს ბოლო მოუღონ.

აზერბაიჯანთან დაკავშირებით სტატიაში ვკითხულობთ: ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილები სავარაუდოდ, იმყოფებიან სომხური ეროვნული უმცირესობის „დასაცავად“, რომლის ლიდერები თავს წარმოადგენენ არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის არცახის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელებად. ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში, კრემლის დიქტატორისთვის მიწერილ ღია წერილში, ამ ფსევდორესპუბლიკის „პრეზიდენტი“ არაიიკ არუტუნიანი ნოსტალგიით იხსენებდა:  საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში {მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20 საუკუნე მეორე ათწლეულის ბოლომდე} ყარაბაღი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ეს იყო ყარაბაღისთვის მშვიდობის, შენების ხანგრძლივი პერიოდი...“.

ბოლოს კი ავტორი ყაზახეთზე წერს და „ედინაია როსიას“  ფრაქციის ხელმძღვანელის და ხაკასიის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმერ შტიგაშევის ციტატას იხსენებს, რომელიც ამბობდა:

„აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონი ან რუდნი ალტაი, ყოველთვის რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა... ჯამში ჩვენ ყაზახეთს ხუთი რეგიონი გადავეცით“. მან დაამატა: „მოულოდნელად ხალხს უჩნდება ქვეყნის გაერთიანების სურვილი... ხალხის ლტოლვა რაღაც გამაერთიანებელი მოძრაობისკენ რჩება. და ეს ფაქტია. ახლა ყაზახეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა: 80% არის გაერთიანების მომხრე“.

ვრცლად:უკრაინული მედია: ერევნის ცენტრში გაკრული საოკუპაციო პლაკატები ერევნის სპეცოპერაციაა საქართველოს, მოლდოვის, ყაზახეთისა და უკრაინის წინააღმდეგ

წყარო:5.ua

კომენტარები

მსგავსი სიახლეები