1 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის 2023-2024 წლის სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. რაც იმას ნიშნავს რომ  ახალგაზრდებს, რომლებიც არიან მიზანდასახული და არ აშინებთ გამოწვევები, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ სრული დაფინანსება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლისთვის. მათ შორის,  MBA-ის STEM-ის თუ სხვა მიმართულებით.

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 3 სტუდენტს საქართველოს ბანკი 1 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე  სწავლისას დაუფინანსებს არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთ ხარჯებს, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის / თეზისის გრანტი და სხვა. საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, 2013 წლიდან მოყოლებული, უკვე 20-მა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში. მათ რიცხვს წელს შეემატა კიდევ 3 ახალი სტიპენდიატი.

 

„საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გააფორმა პარტნიორობა, რომლის  ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ სტუდენტებს, რომლებმაც მიზნად მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება და წარმატებული მომავლის შექმნა დაისახეს.
ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად უკვე გაემგზავრა 20 საუკეთესო სტუდენტი.  სამი სტუდენტი კი ემზადება გასამგზავრებლად. აღნიშნული რიცხვი მომავალშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ჩვენ მომავალშიც მივცემთ ახალგაზრდებს მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას. გვინდა რაც შეიძლება მეტმა ნიჭიერმა და მოტივირებულმა ახალგაზრდამ შეძლოს გაერთიანებული სამეფოში მისთვის სასურველ უნივერსიტეტში სწავლა, უნიკალური გამოცდილების მიღება და უსაზღვრო შესაძლებლობების აღმოჩენა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR - მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

 

ჩივნინგის სტიპენდიის შესახებ:

ჩივნინგი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. მისი  მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან; დღესდღეობით, ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია.

 

2023-2024 წლის სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის 2022 წლის 1-ელ ნოემბერს, 12:00 სთ-ზე (ბრიტანეთის დროით) დასრულდება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის და ასევე ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/



 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები