2 1 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკმა ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღნიშნა

საერთაშორისო ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ოლიმპიური დღე ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად აღნიშნა.

ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ოლიმპიური პრიზიორები და სპორტის მოღვაწეები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტმა სპორტსმენებმა ლიცენზიანტთა სპეციალურ დაფაზე მოაწერეს ხელი.

საერთაშორისო ოლიმპიური დღე ოლიმპიური გარბენითაც აღნიშნა. გარბენი ოლიმპიურ პარკში მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა 120-მდე სასკოლო ასაკის ბავშვმა მიიღო, როგორც თბილისის დევნილთა, ასევე კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული საჯარო სკოლებიდან.

გარბენის თითოეულ მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი გადაეცა, საუკეთესო სამეული კი სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლიდან უწევს და აგრძელებს ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები