0 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამაკაცმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა და ხუთი შვილის დედა მოკლა

"dailymail"-ის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანა მოიპარა და შემდეგ ერთ-ერთი მედიკოსი მოკლა. მსხვერპლი ქალია და ის ხუთი შვილის დედაა. როგორც დადგინდა, დამნაშავე ფსიქიკურადაა დაავადებული.

მკვლელის მამა ჯოსი გონსალესი აცხადებს, რომ მის ვაჟს ფსიქიკური პრობლემები აქვს.ოჯახის წევრების თქმით, მას შეენიშნებოდა შიჟოფრენია და დეპრესია.   პრობლემები დედის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო. ის 25 წლისაა და ამ შემთხვევამდე  31-ჯერ იყო დაპატიმრებული.

მკვლელის მამა უსამძიმრებს მოკლული ქალის ოჯახს და ასევე ბოდიშს უხდის მისი ვაჟის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის. დამნაშავის მამის განცხადებით, ის არასდროს მოელოდა იმას, რომ მისი შვილი ასეთ რამეს ჩაიდენდა:"მე განადგურებული ვარ და ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს ფაქტი. მე ყველანაირად ვეცდები, რომ მოვანდომო ჩემს შვილს მუშაობა და გამოვიყვანო ამ კრიზისიდან".

გონსალესი ემოციურად გაუწონასწორებელია და სჭირდება ექიმების დახმარება, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებია მკურნალობა."პოლიციამ იცის, რომ გონსალესი ფსიქიკურად ავადაა, თუმცა ჯერ კიდევ არ დაწყებულა მკურნალობის კურსი"-აცხადებს მენტალური დაავადებების ორგანიზაციის დირექტორი.

გონსალესის მამა ამბობს, რომ იბრძოლებს მისი შვილის გამოჯანმრთელებისთვის. ახლა მთავარია, მისი შვილი იყოს მშვიდად და მხოლოდ ილოცოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები