1 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავარიას ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა - რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

რუსთაველის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა. არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 

ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რუსთაველის გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია. 

interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები