0 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს 2024 წლის ფინალისტები ცნობილია!

 

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ჯილდოს  მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

 

ფინალისტები 5 კატეგორიაში გამოვლინდნენ

 

ტექ ლიდერი- მარია ბელმასოვა, ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი,

აღმოჩენა ახალ თაობაში- ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი, მარიამ გაგუა,

გამორჩეული მეცნიერი- თინა კახნიაშვილი , ლელა ოქრომელიძე, მარიამი გაჩეჩილაძე,

ინოვაციური ტექ პროდუქტი- Elven Technologies, Helio.AI, Quickshipper

ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის- ლივინგსტონი, Noxtton, VELI.store

 

დაჯილდოების ცერემონია ივლისში გაიმართება  და ტექნოლოგიურ სფეროში 5 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული მიიღებს 10 ათასი ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისებას შეუწყობს ხელს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები