1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში ხორბლის ამოწურვის მიზეზზე განცხადებას ავრცელებს

 გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროი ინფორმაციით – ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ბლის იმ­პორ­ტი, დიდ­წი­ლად, ფქვი­ლის იმ­პორ­ტმა ჩა­ა­ნაც­ვლა.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ბლის ფქვი­ლის დე­ფი­ცი­ტის შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

“იაფი ფქვი­ლის მა­რა­გე­ბის ფონ­ზე, ავ­ტო­მა­ტუ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია ხორ­ბლის იმ­პორ­ტი და ხორ­ბლის მა­რა­გე­ბი. ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ბლის ფქვი­ლის დე­ფი­ცი­ტის შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. მა­რა­გი დღე­ი­სათ­ვის გვაქვს საკ­მა­რის­ზე მეტი, თუმ­ცა გვაქვს ფქვი­ლის და არა ხორ­ბლის სა­ხით.

და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხე­ვარ, ორ თვე­ში და­ი­წყე­ბა ხორ­ბლის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სავ­ლის აღე­ბა. ივ­ლი­სი-აგ­ვის­ტო მსოფ­ლი­ო­ში მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის ახა­ლი მო­სავ­ლის მი­ღე­ბის სე­ზო­ნია. ახა­ლი მო­სა­ვა­ლი ახა­ლი სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. დღე­ი­სათ­ვის, ხორ­ბლის ფა­სე­ბი მკვეთ­რა­დაა გაზ­რდი­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია.

იმე­დი გვაქვს, რომ ფა­სე­ბის კლე­ბის ტენ­დენ­ცია და­ი­წყე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, უკვე ამ პე­რი­ო­დის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებს“, – ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

 შეგახსენებთ, რომ “სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან სი­ლა­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ბლის მა­რა­გი ამო­წუ­რუ­ლია და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ყვე­ლა წის­ქვი­ლი გა­ჩერ­დე­ბა. დღეს ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ ფქვი­ლი შე­მო­დის, ხორ­ბა­ლი კი შეკ­ვე­თი­ლიც არაა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი, სი­ლა­გა­ვას გან­მარ­ტე­ბით ისაა, რომ ფქვილ­ზე სა­იმ­პორ­ტო გა­და­სა­ხა­დი არ არის, ხორ­ბალ­ზე კი მცუ­რა­ვი ბაჟი მოქ­მე­დებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები