1 1 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შესაძლოა, 40 წელს გადაცილებულებს საპენსიო დანაზოგის სახელმწიფოდან კერძო ფონდში გადატანის უფლება მისცენ

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, 2023 წლიდან საყოველთაო საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით ჩართულ პირებს მიეცემათ საშუალება, რომ საპენსიო დანაზოგი სახელმწიფო სისტემიდან გადაიტანონ სხვა კერძო საფინანსო ორგანიზაციებში, რომლებიც აქტივების მართვით არიან დაკავებულნი. 

„ცვლილებები, ძირითადად, ორი მიმართულებით იგეგმება: პირველი უკავშირდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო არეალის გაფართოებას, ხოლო მეორე მიმართულება ბაზარზე კონკურენციის გაზრდას - იგეგმება ბაზარზე აქტივების მმართველი კერძო ორგანიზაციების დაშვება, რათა საპენსიო სისტემის მონაწილეებს მიეცეთ მეტი არჩევანი. ისინი შეძლებენ თავად აირჩიონ აქტივების მმართველი, იქნება ეს საპენსიო სააგენტო თუ კერძო ორგანიზაცია“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან არჩევანის უფლება მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც ნებაყოფლობით რჩებიან საპენსიო სისტემაში, დაახლოებით, 2-3 წლის შემდეგ კი აღნიშნული შესაძლებლობა საპენსიო სისტემის ყველა მონაწილისათვის იქნება ხელმისაწვდომი. 

აქტივების მმართველებს შორის, შესაძლოა, იყვნენ როგორც ადგილობრივი ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები, ასევე უცხოური კომპანიები. 

ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ბაზარზე კონკურენციის გაჩენა ხელს შეუწყობს ხარისხის და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას.

წყარო: ბიემჯი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები