1 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლიკვიდირებულია 22 400 სამხედრო, 939 ტანკი” – უკრაინის გენშტაბი ოკუპანტების დანაკარგებზე

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, 22 400 სამხედრო დაკარგა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

გენერალური შტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.

უწყების ცნობით, რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 27 აპრილის ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი – 22 400 სამხედრო,
  • ტანკები – 829
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები – 2 342
  • საარტილერიო სისტემები – 421
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 149
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები – 71
  • თვითმფრინავი –  185
  • ვერტმფრენები – 155
  • გემები / ნავები – 8
  • საწვავის ავზები – 76
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 207
  • სპეციალური აღჭურვილობა – 31

კომენტარები

მსგავსი სიახლეები