1 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავითულიანის თქმით, რუსეთმა შეიძლება მწვანე შუქად აღიქვას EU-ს კანდიდატის სტატუსის არმონიჭება

ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის აზრით, თუ ევროკავშირი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, ეს შეიძლება რუსეთმა მწვანე შუქად აღიქვას.

“საქართველოსაც და იმ ქვეყნებსაც უნდა მიენიჭოს აუცილებლად სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება აღქმული იყოს რუსეთის მხრიდან როგორც მწვანე შუქი, რომ რეგიონში მისთვის დათმობილია ასპარეზი და ეს მოიტანს ძალიან მძიმე შედეგებს”,- ამბობს დავითულიანი.

მისივე მტკიცებით, ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

“თუ რამეს არ აკეთებს, ეს უნდა გვითხრან. პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე რა შენიშვნა აქვთ, რეფორმა სჭირდებათ, თუ რა სჭირდებათ, კონკრეტულად უნდა გვითხრან და როცა გვეტყვიან, რომ ეს კონკრეტული პრობლემა გაქვთ…”,- აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები