1 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინი გარდაცვლილი ჯარისკაცების შვილებს დახმარებას დაპირდა

პუტინი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინასთან ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს დახმარებას დაპირდა.

მისი მტკიცებით, ჯარისკაცების გარდაცვალების გამო წუხს.

“თითოეული ჩვენი ჯარისკაცისა და ოფიცრის გარდაცვალება ყველა ჩვენგანის მწუხარებაა და გამოუსწორებელი დანაკლისი ნათესავებისა და მეგობრებისთვის. სახელმწიფო, რეგიონები, საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთ ოჯახები ვიზრუნოთ და დავეხმაროთ. ჩვენ განსაკუთრებულ დახმარებას გავუწევთ დაღუპული და დაჭრილი მებრძოლების შვილებს. ამის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებას ხელი დღეს მოეწერა.

დაჭრილ ჯარისკაცებს და ოფიცრებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. და მადლობას ვუხდი სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებს, მედპერსონალს, ექთნებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე ყოველი სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის – ხშირად ცეცხლის ქვეშ, ფრონტის ხაზზე, არ ზოგავთ საკუთარ თავს”,– განაცხადა პუტინმა წითელ მოედანზე.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ომის 75 დღეში გაანადგურეს დაახლოებით 25 650 ოკუპანტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები