1 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექიმმა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი დატოვა

მიხეილ სააკააშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დატოვა.

„ოქტომბრის დასაწყისში გადავიტანე კორონავირუსი, თავს კარგად ვგრძნობდი, მეგონა მდგომარეობიდან გამოვედი. შემდეგ მივხვდი, რომ დამატებითი დატვირთვა კომფორტული არ იყო. ჩივილები გამიჩნდა, ამიტომ შევაჩერე აქტივობა კონსილიუმში. აღარ ვმონაწილეობ“,-აღნიშნავს ფაღავა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ზურაბ ფაღავამ მედიას განუცხადა, რომ კონსილიუმი სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე მსჯელობდა, თუმცა იმავე დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე კონსილიუმს საუბარი არ ჰქონია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები