1 4 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მოკლეს მასწავლებელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის, გვაპატიე, მასწავლებელო , რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული…”

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა მთაწმინდის ფერდობზე ავსტრალიის მოქალაქის ცხედრის პოვნას ეხმაურება და წერს, რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

 

“მასწავლებელი მოკლეს, მასწავლებელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა და ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის.

მადლობა მას ამისთვის და გვაპატიე, მასწავლებელო , რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული. გვაპატიონ შენმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა.

ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ და დაისაჯოს დამნაშავე.

მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით…..”,- წერს ლადო აფხაზავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები