1 0 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კაპანაძე:"მალე დადგება დრო, როდესაც ყველანი ერთად ვიტყვით ისტორიულ სიტყვებს: ანაკონდა გაიქცა, საქართველო თავისუფალია"

 "ინტერნეტ მედია ჯგუფის" დირექტორი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ზონდერების, ტიტუშკებისა და მოძალადეების საყურადღებოდ
ეს არის იმ პროცედურების ნაწილი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ჩადენილ ძალადობრივ ქვედებასა და დანაშაულს მოჰყვება.

ცხადია, ქვემოთჩამოთვლილი პუნქტები არ ეხება ქართული ოცნების მშვიდობიან მხარდამჭერებს, რომლებიც არაძალადობრივად აპროტესტებენ ოპოზიციის ამა თუ იმ მოქმედებას, მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისებთან.

საუბარია მხოლოდ იმ ზონდერებსა და ტიტუშკებზე, რომლებიც განსხვავებული აზრის მქოდე ადამიანებზე ძალადობენ, ხშირად პოლიციისა და კამერების თვალწინ.

1. ყველა იდენტიფიცირებული მოძალადის წინააღმდეგ შევა სარჩელი გენ-პროკურატურაში, რომელსაც თუ ეს ხელისუფლება არ გამოიძიებს, მომდევნო აუცილებლად მიიყვანს საქმეს ბოლომდე.

2. საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებსა თუ დიპლომატიურ ორგანიზაციებს გადაეგზავნება ოპოზიციაზე თავდასხმის მონაწილე იდენტიფიცირებული მოძალადის ფოტო-ვიდეო მტკიცებულება და ინფორმაცია მათი ვინაობის შესახებ...

3. ევროკავშირის ქვეყნებს გადავცემთ მასალებს ქართული ოცნების ტიტუშკებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ ევროპის ქვეყნებში შესვლა. ამის შესაძლებლობას ევროკავშირის კანონმდებლობა იძლევა.

4. ტიტუშკების ვინაობის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით უცხოურ მედიას.

5. მოძალადეების, მათი წამქეზებლებისა და ორგანიზატორების თაობაზე ვაცნობებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა აღნიშნული მასალები გამოიყენენონ უცხოურ პლატფორმებზე.

6. შეიქმნება იურიდიული ცენტრი, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს ზონდერებისა და ტიტუშკებისგან დაზარალებულ მოქალაქეებს.

7. მომზადდება ინდივიდუალური სარჩელები ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშიროსი სასამართლოში გასაგზავნად.

8. ყველა ქალაქსა თუ რაიონში გამოიფინება იდენტიფიცირებული ზონდერების ფოტოები გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

9. ეს არის ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი არაძალადობრივი ხერხი იმ ძალადობის პრევენციისათვის, რომელზეც სამწუხაროდ, პოლიცია არ რეაგირებს და რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აორგანიზებს.

10. ეს მხოლოდ ნაწილია იმ შედეგისა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი ძალადობის გამო წარმოებული გამოძიებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში დადგება...

ამიტომ, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი განვაგრძობთ ან მომავალში დავგეგმავთ ძალადობას, კარგად დავფიქრდით რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. ვკითხოთ ჩვენს მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს...

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. მთავარი სამიზნე ხომ ანაკონდაა, ქართული სახელმწიფოს მტერი, რომელიც ცივილიზებულ მსოფლიოში მიღებული და აპრობირებული ფორმებით უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას - ყველამ ერთად.

მარტივი და პრაქტიკულია: ნუ ჩავყვებით საფლავში ივანიშვილსა და მის აგრესიულ, ხალხის გაღარიბების ხარჯზე გამდიდრებულ ბრიყვებს. ისინი გვიმეტებენ, გვწირავენ და ერთმანეთთან გვაპირისპირებენ.

მოდით, ჩვენ მათ კანონით, მშვიდობით, სიმტკიცითა და ღიმილით ვუპასუხოთ.
ყველაფერი იქნება კარგად.

მალე დადგება დრო, როდესაც ყველანი ერთად ვიტყვით ისტორიულ სიტყვებს: ანაკონდა გაიქცა, საქართველო თავისუფალია."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები