1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,, სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­მო­ბილ­ში ისე და­იწ­ვა, რომ მათი ამოც­ნო­ბაც კი გა­ჭირ­და" - დაღუპული ბიჭების ცხედრები სახ­ლებ­ში გა­დას­ვე­ნეს

ქუ­თა­ი­სი-წყალ­ტუ­ბოს გზა­ზე მომ­ხდარ ტრა­გი­კულ ავა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლე­ბი 19-21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. 
გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე და ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, მათ­გან ორი - ნიკა და გი­ორ­გი კლა­სე­ლე­ბი და 2017 წელს და­ამ­თავ­რეს სკო­ლა "პროგ­რე­სი". ბი­ჭე­ბი მე­ო­რე კურ­სზე სწავ­ლობ­დნენ თბი­ლი­სის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში და ქუ­თა­ის­ში სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გებ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე კი ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო.

შემ­თხვე­ვა 14 იან­ვარს გვი­ან ღა­მით მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ჭე­ბი რეს­ტო­რან­ში იყ­ვნენ და იქე­დან ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი სახ­ლში და­ტო­ვეს და კვლავ რეს­ტო­რან­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მან­ქა­ნას 19 წლის ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია მარ­თავ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის და­ზუს­ტე­ბუ­ლი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ის სა­ვა­რა­უ­დოდ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ავ­ტო­მან­ქა­ნა ელექტრო­გა­დამ­ცემ ბოძს შე­ე­ჯა­ხა, რის გა­მოც ცე­ცხლი გაჩ­ნდა.

რ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი შე­ჯა­ხე­ბის­თა­ნა­ვე გა­ი­თიშ­ნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­მო­ბილ­ში ისე და­იწ­ვა, რომ მათი ამოც­ნო­ბაც კი გა­ჭირ­და. სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი უკვე სახ­ლებ­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები