1 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გადარჩენის შანსს გაძლევთ, თუ დაგვნებდებით, ადამიანურად მოგექცევით – ზელენსკი რუს სამხედროებს მიმართავს

გადარჩენის შანსს გაძლევთ, თუ დაგვნებდებით, ადამიანურად მოგექცევით – ასე მიმართავს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს სამხედროებს და არჩევანის საშუალებას აძლევს.

”მინდა მივმართო რუს სამხედროებს, მათ ვინც უკვე არიან უკრაინის ტერიტორიაზე და მათ ვისაც ამზადებენ ჩვენთან საომრად, თქვენ ხომ ყველაფერს უკვე მიხვდით, უკრაინას ვერაფერს წაართმევთ. წაგვართმევთ სიცოცხლეებს, ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენ სიცოცხლესაც წაგართმევენ. მაგრამ რისთვის უნდა მოკვდეთ? ვიცი, რომ გადარჩენა გინდათ. როდესაც თქვენი საუბრების ჩანაწერები ხელში გვივარდება, ჩვენ ვიგებთ თუ რას ფიქრობთ რეალურად ამ ომზე, ამ სირცხვილზე და თქვენს ქვეყანაზე. თქვენი საუბრები თანამებრძოლებთან, ზარები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან – ყველაფერს ვიგებთ და ვისმენთ. ვიცით ვინ ხართ, ამიტომ უკრაინელი ხალხის სახელით გთავაზობთ არჩევანს. გაძლევთ შანსს გადარჩენისთვის. თუ დაგვნებდებით, ჩვენ მოგექცევით ისე, როგორც უნდა მოექცნენ ადამიანებს და არა ისე, როგორც თქვენ მანამდე გექცეოდნენ და არა ისე როგორც თქვენი ჯარი ექცევა ჩვენსას. აირჩიეთ”  – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები